
EU-მა Wildberries-ის დამფუძნებელი და Ozon-ის მეწილე ალექსანდრე ჩაჩავა დაასანქცირა
ევროკავშირმა სანქციების სიაში Wildberries-ის დამფუძნებელი და კომპანია RWB-ის ხელმძღვანელი, ტატიანა კიმი და ინვესტორი ალექსანდრე ჩაჩავა შეიყვანა. შემზღუდავი ზომების დაწესების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ინფორმაციისთვის, ტატიანა კიმი RWB-ს მას შემდეგ ხელმძღვანელობს, რაც ონლაინპლატფორმა Wildberries-ისა და სარეკლამო ჯგუფ Russ-ის შერწყმა დასრულდა. კიმი კომპანია Wildberries LLC-ის ერთპიროვნული მფლობელია, ხოლო ეს კომპანია RWB LLC-ის 65%-იან წილს ფლობს.
RWB-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თავად RWB-სა და მის ეკოსისტემაში შემავალ კომპანიებზე გავლენა არ ექნება. პრესსამსახურის განმარტებით, კომპანიას ევროკავშირში აქტივები არ აქვს და ბლოკის ქვეყნებში არ ოპერირებს.
რაც შეეხება ალექსანდრე ჩაჩავას, ის ვენჩურული ფონდ LETA Capital-ის დამფუძნებელი და IT-კომპანია PRO32-ის თანადამფუძნებელია. ჩაჩავას კუთვნილი კომპანიები Yandex-ის ინვესტორები არიან.
საყურადღებო ფაქტია, რომ სანქციების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ჩაჩავას კუთვნილმა კომპანიებმა სააქციო საზოგადოება O23-ზე კონტროლი დაკარგეს.
სიცხადისთვის, ეს სააქციო საზოგადოება ონლაინპლატფორმა Ozon-ის 34.95%-იან წილს ფლობდა. Ozon-ის ცნობით, ჩაჩავა ამ კომპანიის აქციონერი 2025 წლის ზაფხულიდან იყო.
ამას გარდა, ჩაჩავა ვიდეოთამაშების შემქმნელ და გამომცემელ კომპანია My.Games-საც ფლობდა, თუმცა მის მენეჯმენტისთვის მიყიდვაზე შეთანხმდა.
BM.GE
წყარო: bm.ge