მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია - ნათია თურნავა
ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია - ნათია თურნავა

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია - ნათია თურნავა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 20:19|bm.ge

“ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო შოკებია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მათი ზემოქმედება დროთა განმავლობაში შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს”, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევა საგარეო ფაქტორების გავლენას უკავშირდება ინფლაციაზე.

„დღესდღეობით ამ კუთხით ჩვენ მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ იმიტომ, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მდგენელი არის გარე შოკი, გარე ფაქტორი, რომელიც ჩვენი პოლიტიკის მიღმაა და მასზე პირდაპირი ზემოქმედება არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ზემოქმედება მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, ნავთობპროდუქტების ფასებზე, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა. თუმცა ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა, პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ ის გარე შოკები და მათი ზემოქმედება, რომლებზეც პირდაპირ გავლენას ვერ ვახდენთ, დროთა განმავლობაში უფრო სიღრმისეულ შიდა ინფლაციურ ფაქტორებად არ გარდაიქმნას. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საგარეო შოკების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობასა და შესაბამის ბუფერებს, რომლებიც ეკონომიკას შესაძლო რისკებისგან იცავს.

„ქვეყნის ეკონომიკური მედეგობა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, მისი ფინანსური ბუფერებითაც, უსაფრთხოების ბალიშებითაც განისაზღვრება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკმაოდ ძლიერი პოზიცია აქვს. პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო რეზერვებს, რომელთა დაგროვების მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო მათი ადეკვატურობის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის მზაობას გარე შოკების გასამკლავებლად. ასევე, მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის მდგრადობაც. საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ძლიერი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ეს ყველაფერი ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ ბუფერებს, რომლებიც ქვეყანას როგორც გარე, ისე შიდა გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება და მის საერთო ეკონომიკურ მედეგობას აძლიერებს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად შემდეგ ჯერზე 16 დეკემბერს შეიკრიბება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდარუსთავი 2
  • საგარეო: ბრიუსელში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებსტვ პირველი
  • კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენფორმულა
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →

მსგავსი სტატიები

სასაკლაოების რაოდენობა გაიზარდა, მომსახურება გაძვირდა | საქსტატი

სასაკლაოების რაოდენობა გაიზარდა, მომსახურება გაძვირდა | საქსტატი

BM.GE

"ანაკლია", გაზის კონტრაქტი, "იგლ ჰილსი" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში იბარებს

"ანაკლია", გაზის კონტრაქტი, "იგლ ჰილსი" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში იბარებს

BM.GE

მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს წარმოება შეუჩერდა | სეს

მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს წარმოება შეუჩერდა | სეს

BM.GE

წყალტუბოს დაბალი ცნობადობა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს – მაია წერეთელი

წყალტუბოს დაბალი ცნობადობა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს – მაია წერეთელი

BM.GE