მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-ს ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე სულ უფრო მეტ ვიზას გასცემენ, ლიდერი კი საფრანგეთია - Euractiv
EU-ს ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე სულ უფრო მეტ ვიზას გასცემენ, ლიდერი კი საფრანგეთია - Euractiv

EU-ს ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე სულ უფრო მეტ ვიზას გასცემენ, ლიდერი კი საფრანგეთია - Euractiv

BM.GE7 მაისი, 2026, 18:48|bm.ge

Euractiv-ი ევროკომისიის კონფიდენციალურ მონაცემებსა და ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციებისა და მიმდინარე ომის მიუხედავად, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული შენგენის ვიზების რაოდენობა 10%-ზე მეტით გაზარდეს. რუსი ტურისტების მთავარ მიმღებად საფრანგეთი იქცა, რომელმაც შესვლის ნებართვების ყველაზე დიდი რაოდენობა გასცა.

Schengen Barometer+-ის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებმა 670 000-ზე მეტი სავიზო განაცხადი შეიტანეს, რაც თითქმის 8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. მათგან EU-ს ქვეყნებმა 620 000-ზე მეტი ვიზა დაამტკიცეს, რაც წინა წელთან შედარებით 10.2%-იან ზრდას წარმოადგენს.

გაცემული ვიზების დაახლოებით 77% (477 000-ზე მეტი) ტურისტული იყო. ნათესავებისა და მეგობრების მონახულება სიდიდით მეორე კატეგორია იყო, რომელსაც მივლინებები მოჰყვებოდა.

სავიზო განაცხადების თითქმის სამი მეოთხედი საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა - ევროპის აღმოსავლეთ ფლანგიდან შორს მდებარე ქვეყნებმა დაამუშავეს. ამავდროულად, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები დიდი ხანია აცხადებენ, რომ რუსებს ევროპაში ტურისტული მიზნით მოგზაურობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, სანამ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

საფრანგეთმა არა მხოლოდ ყველაზე მეტი ვიზა გასცა, არამედ ყველაზე მკვეთრი ზრდაც დააფიქსირა. 2025 წელს საფრანგეთის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 23%-ზე მეტით გაიზარდა.

ვიზების მასშტაბურმა გაცემამ ევროპულ დედაქალაქებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. 2026 წლის დასაწყისში Schengen Barometer+-ის განახლებული ვერსიიდან რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა საერთოდ გაქრა. მონაცემები მხოლოდ მაისში, მას შემდეგ აღდგა ცალკეულ ტექნიკურ დოკუმენტში, რაც ევროკავშირის 8 ქვეყანამ განმარტებები მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირმა სრულად შეაჩერა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება, ხოლო ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია მისცა, შეემცირებინათ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების პრიორიტეტულობა.

მოგვიანებით, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ფინეთმა და პოლონეთმა სახმელეთო საზღვრები შენგენის ვიზის მქონე რუსი ტურისტებისთვის ჩაკეტეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელმა ქვეყანამ გასცა ვიზა. ფინეთი ამ მკაცრ შეზღუდვებს 2022 წლის სექტემბრის ბოლოს შეუერთდა.

2025 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის ახალი წესები, რომლებმაც ფაქტობრივად გააუქმა მრავალჯერადი ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ახლა რუსებს ევროპაში ყოველი მოგზაურობისთვის ახალი განაცხადის შეტანა უწევთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE