მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-სთან ვაჭრობა 6 თვეში $2.6 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდულობთ/ვყიდით ბლოკის ქვეყნებში?
EU-სთან ვაჭრობა 6 თვეში $2.6 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდულობთ/ვყიდით ბლოკის ქვეყნებში?

EU-სთან ვაჭრობა 6 თვეში $2.6 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდულობთ/ვყიდით ბლოკის ქვეყნებში?

BM.GE25 ივლისი, 2026, 10:08|bm.ge

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა მცირედით გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში EU-ის 27 ქვეყანასთან ექსპორტ-იმპორტმა 2 მილიარდ 595 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა 1.2%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბლოკის ქვეყნებიდან საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გერმანიაა, რომელთანაც ვაჭრობა წლის პირველ ნახევარში 8.6%-ით შემცირდა. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

• გერმანია - $587.7 მლნ; • იტალია - $259.1 მლნ; • ბულგარეთი - $237.8 მლნ; • პოლონეთი - $177.3 მლნ; • ნიდერლანდები - $176.3 მლნ; • საფრანგეთი - $169.3 მლნ; • ესპანეთი - $153.6 მლნ; • რუმინეთი - $142.9 მლნ; • ჩეხეთი - $129.3 მლნ; • ბელგია - $88.9 მლნ; • ლიეტუვა - $74.6 მლნ; • საბერძნეთი - $72.2 მლნ; • უნგრეთი - $56.9 მლნ; • ავსტრია - $36.6 მლნ; • ლატვია - $33.4 მლნ; • მალტა - $29.2 მლნ; • კვიპროსი - $27.5 მლნ; • შვედეთი - $26.3 მლნ; • სლოვენია - $23.8 მლნ; • დანია - $21.7 მლნ; • ირლანდია - $16.1 მლნ; • ფინეთი - $12.9 მლნ; • სლოვაკეთი - $12.7 მლნ; • პორტუგალია - $11.5 მლნ; • ესტონეთი - $8.9 მლნ; • ხორვატია - $5.5 მლნ; • ლუქსემბურგი - $2.8 მლნ;

ევროგაერთიანებასთან სავაჭრო ბალანსი უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება და 2 მილიარდ 208 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს რიცხვი იანვარ-ივნისში მცირედით 0.7%-ით გაიზარდა.

ევროკავშირიდან უმთავრესი იმპორტირებულ საქონელს მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები წარმოადგენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს 6 თვეში EU-დან ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად 35.4%-ით შემცირდა.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

• მსუბუქი ავტომობილები - $271.6 მლნ; • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $260.3 მლნ; • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $194 მლნ; • სატელეფონო აპარატები - $42.1 მლნ; • სატვირთო ავტომობილები - $39.9 მლნ; • კოსმეტიკა და კანის მოვლის საშუალებები - $35.3 მლნ; • გამომთვლელი მანქანები - $28.3 მლნ; • კვების პროდუქტები - $28.1 მლნ; • სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $27.1 მლნ; • სიგარები და სიგარილები - $23.6 მლნ;

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ექსპორტი 3.8%-ით გაიზარდა და 387 მილიონ 240 ათასი დოლარი შეადგინა.

ევროგაერთიანების ქვეყნებში საქართველოდან წელს ექსპორტირებული უმსხვილესი საქონელი ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის გადაზიდვები თითქმის გაორმაგებულია. ამასთან, 6 თვეში გაიზარდა თხილის და კაკლის, სპილენძის მადნების და ნავთობპროდუქტების ექსპორტიც.

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

• ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $67.5 მლნ; • თხილი და სხვა კაკალი - $48.7 მლნ; • ფეროშენადნობები - $44.6 მლნ; • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $43.5 მლნ; • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $25.5 მლნ; • ღვინო - $19.1 მლნ; • ხის დაფანერებული პანელები - $11.1 მლნ; • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - $9.4 მლნ; • მინერალური და მტკნარი წყლები - $9.2 მლნ; • მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $7.7 მლნ;

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა“ - ენგურჰესის დირექტორი

„დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა“ - ენგურჰესის დირექტორი

BM.GE

დენის მორიგი სისტემური გათიშვის გამო, მეტროს და რკინიგზის მუშაობა შეფერხდა - აბონენტების ნაწილს შეეზღუდა წყალმომარაგება

დენის მორიგი სისტემური გათიშვის გამო, მეტროს და რკინიგზის მუშაობა შეფერხდა - აბონენტების ნაწილს შეეზღუდა წყალმომარაგება

BM.GE

ქუთაისში „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავეს - გამოძიება 91 მოქალაქისთვის „ჰაერის მიყიდვას“ ედავება

ქუთაისში „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები დააკავეს - გამოძიება 91 მოქალაქისთვის „ჰაერის მიყიდვას“ ედავება

BM.GE

6 თვეში საქართველომ $29 მლნ-მდე ღირებულების ყავა იყიდა - TOP-იმპორტიორი ქვეყნები

6 თვეში საქართველომ $29 მლნ-მდე ღირებულების ყავა იყიდა - TOP-იმპორტიორი ქვეყნები

BM.GE