მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. €18-მილიონიანი დაფინანსება, ტარიფების მოხსნა, ვიზალიბერალიზაცია|რაზე ისაუბრეს ფაშინიანმა და ფონ დერ ლაიენმა?
€18-მილიონიანი დაფინანსება, ტარიფების მოხსნა, ვიზალიბერალიზაცია|რაზე ისაუბრეს ფაშინიანმა და ფონ დერ ლაიენმა?

€18-მილიონიანი დაფინანსება, ტარიფების მოხსნა, ვიზალიბერალიზაცია|რაზე ისაუბრეს ფაშინიანმა და ფონ დერ ლაიენმა?

BM.GE2 ივლისი, 2026, 14:22|bm.ge

ევროკავშირი სომხეთს 18 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მალე გამოუყოფს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი კი აქტიურად განიხილება - ამის შესახებ ცნობილი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი პრესკონფერენციიდან გახდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ერთი დღით ადრე ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსაც ეწვია.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს დამატებით 18 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს თანხა 52 მილიონი ევროს მოცულობის საბიუჯეტო დახმარების პაკეტის ბოლო ტრანშია და იგი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას მოხმარდება. კერძოდ, აღნიშნული რესურსი შესაძლოა სომხეთში ექსპორტის განვითარების სააგენტოს დასაარსებლად და ადგილობრივი ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად იქნას გამოყენებული.

გარდა ამისა, სომხეთისთვის შემოთავაზებულია ავტონომიური სავაჭრო ზომები, რაც ევროპაში სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ის ლიბერალიზაციას მოახდენს და სავაჭრო ბრუნვის ამ ნაწილს საბაჟო ტარიფებისგან გაათავისუფლებს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისა და სავაჭრო შეღავათების შეთავაზებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სომხეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც არ ფლობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული, თუმცა მაინც ისარგებლებს ამ ინსტრუმენტით. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობით ეს პროცესი მალე დასრულდება, რადგან ქვეყანაში მოსავლის აღების სეზონი უკვე დაწყებულია.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სომხეთთან ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივები. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სომხეთი აქტიურად აწარმოებს დიალოგს ამ საკითხზე, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, შემოდგომაზე ქვეყანას შეფასების მისია ეწვევა მიღწეული შედეგების გასაანალიზებლად, რის შემდეგაც, საჭირო რეფორმების გატარებისა და ყველა პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადავლენ.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხური მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ საკითხის გადასაჭრელად. მან აღნიშნა, რომ სომეხი ხალხი ელოდება ამ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების ხარისხიანი გატარების შედეგად, 2029 წლისთვის ქვეყანაში „ლიბერალიზაციის რეჟიმი“ ამოქმედდება.

"ჩვენ არ შეგვიძლია ხელიდან გავუშვათ ეს შესაძლებლობა და ამ საკითხის გადასაჭრელად ყველა ძალისხმევას მივმართავთ", - პირობა დადო ფაშინიანმა.

ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავებას დაეთმო. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები დღეს უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ეფუძნება ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებასა (CEPA) და ერთობლივ დღის წესრიგს, რომელთა საფუძველსაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთო ღირებულებები წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მუშაობა სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"იფქლი დიღომს" ისრაელში ყოველთვიურად 80 ტონა პური გააქვს ექსპორტზე - შემდეგი სამიზნე ჩინეთია

"იფქლი დიღომს" ისრაელში ყოველთვიურად 80 ტონა პური გააქვს ექსპორტზე - შემდეგი სამიზნე ჩინეთია

BM.GE

მოქალაქეებს მშენებლობის ილუზია შეუქმნეს და ასობით ათასი დოლარი გამოსძალეს - პროკურატურამ 3 უცხოელს ბრალი წარუდგინა

მოქალაქეებს მშენებლობის ილუზია შეუქმნეს და ასობით ათასი დოლარი გამოსძალეს - პროკურატურამ 3 უცხოელს ბრალი წარუდგინა

BM.GE

"ბლექ სი პეტროლიუმი" აგვისტო-სექტემბრიდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" აგვისტო-სექტემბრიდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

BM.GE

რუსული ნავთობის ფასი 56 დოლარამდე დაეცა

რუსული ნავთობის ფასი 56 დოლარამდე დაეცა

BM.GE