მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია
ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

BM.GE17 აგვისტო, 2026, 02:00|bm.ge

ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტის ძირითადი პრინციპები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადებს ინტერვიუებსა და სხვა სახის კომუნიკაციას მედიასთან, რომელსაც ისლამური რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილად მიიჩნევენ. მათ შორის იგულისხმება აშშ-ისა და ისრაელის მედია და ის მედიასაშუალებები, რომლებსაც რომელიმე ეს ქვეყანა აფინანსებს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ირანული მედია იტყობინება.

პარლამენტის სამართლებრივი კომისიის წევრმა ოსმან სალარიმ განაცხადა, რომ კანონპროექტის ცალკეული დებულებები, რომლის მიზანიც უცხოური დაზვერვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაა, ჯერ კიდევ განსახილველი და დასამტკიცებელია.

შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული მედიასაშუალებებისთვის ინტერვიუს მიცემა ან დისკუსიებში მონაწილეობა აიკრძალება, ხოლო დარღვევისთვის სასჯელი ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. სხვა უცხოურ მედიასთან ინტერვიუსთვის კი საჭირო გახდება დაზვერვის სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინება.

ასევე, უცხოურ საელჩოებთან, უცხოური ორგანიზაციების ოფისებთან ან სხვა არაირანულ დაწესებულებებთან კონტაქტი, დაზვერვის სამინისტროსთვის შეტყობინების გარეშე და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან წერილობითი ნებართვის მიუღებლად, გამოიწვევს ჯარიმას და გარკვეული სოციალური უფლებების ჩამორთმევას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • WP: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპით უკმაყოფილონი არიან, რადგან ის ირანთან შეთანხმებას ვერ აღწევსიმედი
  • ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთის სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივებზე არაზუსტი ცნობებით საუბრობსფორმულა
  • ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში ახალი პირობა წამოაყენა - აშშ-ის პრეზიდენტი თეირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაციას მოითხოვსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

BM.GE

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

BM.GE

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE