მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

BM.GE22 ივლისი, 2026, 15:26|bm.ge

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

Euromoney Awards for Excellence მსოფლიოს საბანკო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად იმ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს, რომლებიც მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის მიმართულებით გამორჩეულ ინიციატივებს ქმნიან.

შესაბამისად, ESG კატეგორიაში საუკეთესოს წოდება კი იმ ბანკებს ენიჭებათ, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მიმართულებებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებენ და ქვეყნის მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

ბანკის მიერ განხორციელებული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების შეფასების შემდეგ, Euromoney-ს ჟიურიმ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

საქართველოს ბანკისთვის მდგრადობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად აფართოებს მდგრადი დაფინანსების პორტფელს, ESG რისკებს აერთიანებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მხარს უჭერს საქართველოს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას, ავითარებს ინკლუზიურ ფინანსურ პროდუქტებს და ნერგავს მდგრადი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკებს. ამ მიდგომით ბანკი ქმნის გრძელვადიან ღირებულებას მომხმარებლებისთვის, ინვესტორებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

“ESG მიმართულებით Euromoney-ის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკისთვის მდგრადობა ბიზნესის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ეს აღიარება გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც გრძელვადიან ღირებულებას ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისა და ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით ავლენს და აჯილდოებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩანგის აეროპორტის მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ვაზიანის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას - ქვრივიშვილი

ჩანგის აეროპორტის მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ვაზიანის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას - ქვრივიშვილი

BM.GE

აშშ-მა საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების უფლება მისცა - რას მოიცავს ხელმოწერილი შეთანხმება?

აშშ-მა საუდის არაბეთს ურანის გამდიდრების უფლება მისცა - რას მოიცავს ხელმოწერილი შეთანხმება?

BM.GE

GeoStorage: კლინიკური კვლევებისა და ფარმაცევტული ლოჯისტიკის პიონერი საქართველოში

GeoStorage: კლინიკური კვლევებისა და ფარმაცევტული ლოჯისტიკის პიონერი საქართველოში

BM.GE

როსავიაციამ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე შეზღუდა - აკრძალულია ტრანზიტული რეისებიც

როსავიაციამ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე შეზღუდა - აკრძალულია ტრანზიტული რეისებიც

BM.GE