მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

BM.GE8 ივლისი, 2026, 14:04|bm.ge

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, სადაც საქართველოზეც არის მკაცრი შეფასებები, ასევე საქართველოს საკითხზე ცალკე რეზოლუციაც მიიღეს.

საქართველოზე მიღებულ ცალკე რეზოლუციაში დაგმობილია 2024 და 2025 წლის არჩევნების დარღვევები და აღნიშნულია რომ ახალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ უნდა იყოს შესაძლებელი. რეზოლუციის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი და "ქართული ოცნების" აქტიური კრიტიკოსი ჯო უილსონია.

დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული ბოლო პერიოდის საარჩევნო პროცესები. კერძოდ, ხაზგასმულია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ დაფიქსირებული დარღვევები: ამომრჩეველთა დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.

ასამბლეა რეზოლუციით მოითხოვს გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებას. მათ შორის დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

რეზოლუცია ითხოვს ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაკავებებისა თუ დევნის შეწყვეტას.

რეზოლუციაში არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციით, დაიწყონ რეფორმები სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიული ბალანსის დარღვევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა რეპრესიებისა თუ დევნის შიშის გარეშე გააგრძელონ საქმიანობა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელების ინვესტიციებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელების ინვესტიციებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

BM.GE

აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს - ტრამპის ბრძანება

აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს - ტრამპის ბრძანება

BM.GE

თბილისის აეროპორტში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე უკვე სრულად გახსნილია - TAV Georgia

თბილისის აეროპორტში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე უკვე სრულად გახსნილია - TAV Georgia

BM.GE

კოსტავა 49 - ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე და პროექტი, რომლითაც Immobiliare დეველოპერულ ბაზარზე შევიდა

კოსტავა 49 - ისტორიული შენობის ახალი სიცოცხლე და პროექტი, რომლითაც Immobiliare დეველოპერულ ბაზარზე შევიდა

BM.GE