
EverBank-ი და WaFd-ი შერწყმის შედეგად $75-მილიარდიან ბანკს შექმნიან
ფლორიდაში ბაზირებული EverBank Financial-ი და წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მოქმედი შედარებით მცირე ბანკი, WaFd-ი შერწყმის შედეგად ახალ კომპანიას შექმნიან. გარიგების შედეგად აშშ-ის საბანკო სექტორში დაახლოებით $75 მილიარდის აქტივების მქონე ახალი რეგიონული ბანკი შეიქმნება.
როგორც ირკვევა, შერწყმის შემდეგ გაერთიანებული კომპანია საჯარო სტატუსს შეინარჩუნებს. არსებული მონაცემებით, WaFd-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $2.7 მილიარდს, ხოლო აქტივები $28 მილიარდს შეადგენს. თავის მხრივ, EverBank-ის შეფასება $3.9 მილიარდს აღწევს, ხოლო მისი აქტივები $47 მილიარდს უტოლდება.
EverBank-ის გენერალური დირექტორის, გრეგ სიბლის განცხადებით, საბანკო სექტორში მასშტაბის გაზრდა ბაზარზე გადარჩენის მთავარი პირობა გახდა. EverBank-ი ძირითადად ციფრული ბანკის ფორმატში ოპერირებს და ფილიალებს ფლორიდასა და კალიფორნიაში ფლობს, ხოლო სიეტლში ბაზირებულ WaFd-ს ვაშინგტონის, ორეგონისა და დასავლეთის სხვა შტატების მასშტაბით 200-ზე მეტი ფილიალი აქვს. სიბლის შეფასებით, ორივე მხარის ძლიერი მხარეები ერთმანეთის ნაკლოვანებებს სრულად შეავსებს.
ცნობისთვის, WaFd-მა, რომელიც მანამდე Washington Federal Bank-ის სახელით იყო ცნობილი, რებრენდინგი ახლახან განახორციელა, თუმცა მისი სახელი შერწყმის შემდეგ გაქრება.
BM.GE
წყარო: bm.ge