მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირის განმარტება "თელასის" მფლობელისთვის, Inter Rao-სთვის დადებულ სანქციებზე
ევროკავშირის განმარტება "თელასის" მფლობელისთვის, Inter Rao-სთვის დადებულ სანქციებზე

ევროკავშირის განმარტება "თელასის" მფლობელისთვის, Inter Rao-სთვის დადებულ სანქციებზე

BM.GE4 აგვისტო, 2026, 23:54|bm.ge

ევროკავშირის პრესსამსახურში BMG-ის წერილობით უპასუხეს კითხვებს, რომლებიც სანქციების ოცდამეერთე პაკეტის ეფექტს უკავშირდება თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია „თელასზე“. ევროკავშირმა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია PJSC Inter RAO UES სანქცირებულ პირთა სიაში 23 ივლისს შეიყვანა და მიუთითა, რომ სანქციები ვრცელდება ყველა იმ კომპანიებზეც რომლებშიც ის საკონტროლო წილს ფლობს.

Inter RAO არაპირდაპირ ფლობს „თელასში“ საკონტროლო წილს (75%-ს) ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით. ამავე ჯგუფს Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის ხრამი I და ხრამი II ჰიდროელექტროსადგურები. ევროკავშირის სანქციების სიაში აღნიშნული კომპანიები ცალკე დასახელებული არ არიან.

BMG-მა ევროკომისიას სთხოვა განმარტება, ვრცელდება თუ არა სანქციებით გათვალისწინებული აქტივების გაყინვისა და სხვა შემზღუდავი ზომების რეჟიმი Inter RAO-ს მიერ პირდაპირ და არაპირდაპირ კონტროლირებულ შვილობილ კომპანიებზე, მათ შორის Silk Road Holdings B.V.-ზე, Gardabani Holdings B.V.-ზე, „თელასზე“, „თელმიკოსა“ და ხრამის ჰესებზე. კითხვები ასევე შეეხებოდა იმას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სანქციებს ევროკავშირის ბანკებთან, მომწოდებლებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე, რა შეზღუდვები მოქმედებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიებისთვის, არსებობს თუ არა გამონაკლისები კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რა რეკომენდაციებს აძლევს ევროკომისია არაევროკავშირის მარეგულირებლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე შეეხება თუ არა სანქციები საქართველოს მიერ Inter RAO-ს ნიდერლანდურ შვილობილ კომპანიებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე დაკისრებული 139 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდას.

ევროკავშირის პრესსამსახურის პასუხი სრულად ასეთია:

"ევროპის საბჭოს რეგულაცია (EU) №269/2014 ევროკავშირის ოპერატორებს აკისრებს ვალდებულებას, გაყინონ სანქცირებული პირის ან ორგანიზაციის (მათ შორის, PJSC Inter RAO UES-ის) კუთვნილი, მის საკუთრებაში არსებული, მის მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ფინანსური სახსარი და ეკონომიკური რესურსი. ამასთან, ევროკავშირის ოპერატორებს ეკრძალებათ სანქცირებული პირისთვის ან ორგანიზაციისთვის, ან მათი სასარგებლოდ, პირდაპირ ან ირიბად, ნებისმიერი ფინანსური სახსრის ან ეკონომიკური რესურსის ხელმისაწვდომობა.

სანქციები ასევე ვრცელდება იმ არასანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც სანქცირებული პირების ან ორგანიზაციების საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. თუ სანქცირებული ორგანიზაცია ფლობს ან აკონტროლებს სხვა კომპანიას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ კომპანიის აქტივებიც სანქცირებული ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული აკრძალვები ვრცელდება იმ არასანქცირებულ კომპანიებზეც, რომლებიც სანქცირებული ორგანიზაციის საკუთრებაში ან კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთან, აღნიშნული პრეზუმფცია შეიძლება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გაბათილდეს, თუ შესაბამისი ორგანიზაცია შეძლებს დაამტკიცოს, რომ სანქცირებულ პირს არ შეუძლია არც ამ ორგანიზაციის აქტივებიდან სარგებლის მიღება და არც მათი კონტროლი.

ევროკავშირის სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ. ევროკავშირის საკრედიტო დაწესებულებებში სანქციებთან შესაბამისობისა და სათანადო შემოწმების (compliance and due diligence) დეპარტამენტები, როგორც წესი, სწორედ ისინი აფასებენ, არსებობს თუ არა საკუთრებისა და კონტროლის კავშირები სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან.“- ნათქვამია პასუხში.

ევროკავშირის პრესსამსახურს BMG-მა ასევე ჰკითხა, ნიშნავს თუ არა Inter RAO-ს სანქცირება იმას, რომ საქართველომ უნდა შეაჩეროს კომპანიის ნიდერლანდურ შვილობილ კომპანიებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე დაკისრებული, 139 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა, თუმცა EU-სგან მიღებული პასუხი აღნიშნულ საკითხს ცალკე არ შეხებია.

2026 წლის 27 ივლისს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც, თელასის და თელმიკოს აბონენტები მომსახურების საფასურის გადახდას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებდნენ.

31 ივლისს კი თავად "თელასში" BMG-ის განუცხადეს, 2026 წელს კომპანია დივიდენდს არ გასცემს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • Brussels Signal: ევროკავშირის გაფართოება მას თავად დაშლისიმედი
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ბათუმის ნავთობტერმინალი რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს და ოპტიმიზაციას გეგმავს - მიზეზი დაბალი ტვირთბრუნვაა

ბათუმის ნავთობტერმინალი რეზერვუარების ნაწილის დემონტაჟს და ოპტიმიზაციას გეგმავს - მიზეზი დაბალი ტვირთბრუნვაა

BM.GE

ვის გადაეცემა სასკოლო ფორმები უფასოდ - მთავრობამ ექვსი კატეგორია განსაზღვრა

ვის გადაეცემა სასკოლო ფორმები უფასოდ - მთავრობამ ექვსი კატეგორია განსაზღვრა

BM.GE

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება

სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება

BM.GE

"დელტა" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებში 1 მლნ ევროს გადაიხდის

"დელტა" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებში 1 მლნ ევროს გადაიხდის

BM.GE