მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს
ევროკავშირი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს

ევროკავშირი დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის სახელით საქართველოს დროებით ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს ე.წ. არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, მათ შედეგებს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„ევროკავშირი მტკიცედ გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომელთა მიზანია რუსეთის ოფიციალური პირის დანიშვნა საქართველოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის, დე ფაქტო პრეზიდენტად; გამოხატავს წუხილს 2026 წლის 9 მაისს „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის განგრძობად მცდელობებს, განამტკიცოს კონტროლი - რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სასამართლო სფეროებში სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების საშუალებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიისკენ მიმართულ მცდელობას, საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ბრიუსელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 157 სტატია.

  • სლოვენიის პრემიერი: ევროკავშირს საკუთარი თავისგან გადარჩენა სჭირდებარუსთავი 2
  • რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილებაBM.GE
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →არჩევნები →

მსგავსი სტატიები

ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ფორმულა

RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა

RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა

ფორმულა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

ფორმულა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ფორმულა