მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა" - კობახიძის სიტყვა დუბლინში
"ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა" - კობახიძის სიტყვა დუბლინში

"ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა" - კობახიძის სიტყვა დუბლინში

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 02:20|bm.ge

"საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა თქვა, რომ საქართველო შავ ზღვასთან, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ.

"ევროპამ დაკარგა აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული გარკვეული სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები. ამასთან, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპამ, კერძოდ, ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ევროპამ ასევე დაკარგა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე.

ამასთან, ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ გრძელდება და ისიც უარყოფითად მოქმედებს ევროპის აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობაზე. ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება.

საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ. ესენია სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ, და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო. თუ უფრო შორს გავიხედავთ, ამ მარშრუტის საშუალებით ევროპას შეუძლია დაუკავშირდეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ამ რეგიონს უკვე აკავშირებს ევროპასთან.

„მაგალითად, სტრატეგიული მილსადენები, რომელთა მეშვეობითაც კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირი და ნავთობი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეწოდება. ერთ-ერთი მათგანია ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს. მეორეა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის საშუალებითაც ნავთობი ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 275 სტატია.

  • რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდებაფორმულა
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →კობახიძე →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მესამე კვარტალში OpenAI-ის შემოსავალი 50%-ით გაიზარდა და $10 მილიარდს მიაღწია

მესამე კვარტალში OpenAI-ის შემოსავალი 50%-ით გაიზარდა და $10 მილიარდს მიაღწია

BM.GE

პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რომ ბაზრის მერყეობებს გაუძლოს - საპენსიო ფონდი

პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რომ ბაზრის მერყეობებს გაუძლოს - საპენსიო ფონდი

BM.GE

CoreWeave-ის შემოსავალი 168%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა

CoreWeave-ის შემოსავალი 168%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა

BM.GE

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE