მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა Google-ს €403-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა
ევროკავშირმა Google-ს €403-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა

ევროკავშირმა Google-ს €403-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 22:55|bm.ge

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი მომხმარებელთა ადგილმდებარეობის მონაცემების არამართლზომიერი დამუშავების გამო €403 მილიონით დააჯარიმა.

უწყებამ ოფიციალური გამოძიება 2020 წლის თებერვალში დაიწყო, საბოლოო გადაწყვეტილებით კი დაადგინა, რომ კომპანიამ 2018 წლის მაისიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნები დაარღვია. მარეგულირებლის ცნობით, დარღვევა ვებგვერდებისა და აპლიკაციების აქტივობისას, ასევე ადგილმდებარეობის ისტორიის დამუშავებისას კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპების იგნორირებას უკავშირდება.

ამასთან, მონაცემთა დაცვის კომისიის კომისრის მოადგილემ, გრემ დოილმა აღნიშნა, რომ კომპანიის ხარვეზების გამო მომხმარებლები, შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ ადვერტაიზერები მათ ლოკაციას სარეკლამო მიზნებისთვის ან ინტერესების დასადგენად იყენებდნენ.

ფინანსურ სანქციასთან ერთად, მარეგულირებელმა ორგანომ ტექნოლოგიურ გიგანტს მონაცემთა დამუშავების პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ექვსი თვის ვადაში დაავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმეორებითი სანქცია გაცილებით უფრო მკაცრი იქნება.

რაც შეეხება Google-ის პოზიციას, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქმე ეხება ძველ პოლიტიკას, რომელიც უკვე განახლდა. მათი მტკიცებით, 2019 წლიდან პრაქტიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შეიქმნა ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებლებს ლოკაციის მონაცემების მართვას ამარტივებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალიაფორმულა
  • საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

შესაძლებლობა გვაქვს, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში - ქვრივიშვილი

BM.GE

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

როგორია მილიარდერების და ინვესტორების მოლოდინები აშშ-ის არჩევნების შემდეგ?

BM.GE

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

Dumbó Eco Camp-ისთვის გურიაში მთავარი გამოწვევა მოკლე ტურისტული სეზონი და ამინდია

BM.GE

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

აშშ-ის მთავარი S&P 500-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა, Nasdaq-მა 5% დაკარგა - ვითარება ბირჟებზე

BM.GE