მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდული პაკეტი შეათანხმა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდული პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდული პაკეტი შეათანხმა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 14:52|bm.ge

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებაზე შეთანხმდა და შავ სიაში 1,600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა.

შეზღუდვების 22-ე პაკეტი სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებულ 743 ფიზიკურ პირსა და 826 ორგანიზაციას შეეხება. Reuters-ის ცნობით, დასანქცირებული კომპანიების ნახევარზე მეტი უშუალოდ სარაკეტო წარმოებაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ახალი შეზღუდვები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ 77 პოლიტიკურ ფიგურასა და საარჩევნო კომისიის წევრსაც შეეხება.

განსაზღვრული ზომები აქტივების გაყინვას, გადაადგილების აკრძალვასა და ევროპული დაფინანსების მიღების შეზღუდვას მოიცავს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაფართოებულ სიას ლუქსემბურგში ორშაბათს ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ამ ნაბიჯის შედეგად, ომის დაწყების შემდეგ დასანქცირებული სუბიექტების საერთო რაოდენობა თითქმის 4,650-ს გაუტოლდება.

ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების წინა, 21-ე პაკეტი ივლისში დაამტკიცა. ახალ პროექტს კი წინ უძღოდა საზოგადოებრივი უკმაყოფილება, რომელიც სიიდან რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღებამ გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 258 სტატია.

  • მედვედევი: უკრაინამ და ნატომ შექმნეს ვითარება, როცა რუსეთი ბირთვულ დარტყმას განიხილავსფორმულა
  • რუსეთის თავდასხმას კიევის ოლქში 11 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • გიორგი კალანდია რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსრუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა OpenAI-ს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უჩივლა

BM.GE

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

ტრამპმა საკუთარი მიმკოინის ინვესტორებისთვის დახურული ვახშამი გამართა

BM.GE

24 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

24 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა

BM.GE