მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა უკრაინის, მოლდოვასა და კიდევ 2 ქვეყნის გაწევრიანების ახალი გეგმა შეიმუშავა
ევროკავშირმა უკრაინის, მოლდოვასა და კიდევ 2 ქვეყნის გაწევრიანების ახალი გეგმა შეიმუშავა

ევროკავშირმა უკრაინის, მოლდოვასა და კიდევ 2 ქვეყნის გაწევრიანების ახალი გეგმა შეიმუშავა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 21:42|bm.ge

ევროკავშირმა მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვისა და ალბანეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ინდივიდუალური გზამკვლევები შეიმუშავა. ევროკომისიის ინიციატივა მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასასრულებლად კონკრეტულ ვადებსა და წინაპირობებს ოფიციალურად განსაზღვრავს.

POLITICO-ს ინფორმაციით, ბრიუსელმა აღნიშნულ ქვეყნებს მკაფიო გარანტიები რეფორმების წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ მისცა. ახალ დოკუმენტში კანდიდატების მიმართ მოთხოვნილ ნაბიჯებთან ერთად ევროკავშირის მოქმედი წევრების ვალდებულებებიც გაიწერა და მოლაპარაკებების თემატური ნაწილების დასრულების სავარაუდო თარიღებიც დადგინდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბრიუსელის ახალი სტრატეგიული ინიციატივა გაფართოების პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფოს არ შეეხება. სპეციალური გეგმის გარეშე რჩებიან ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომლებიც გაწევრიანების საწყის ეტაპზე იმყოფებიან. დემოკრატიული და სასამართლო სისტემის უკუსვლის გათვალისწინებით, ევროკავშირმა პროცესი საქართველოსთან, თურქეთთან და სერბეთთან ფაქტობრივად შეაჩერა.

როგორც ირკვევა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ ახალი გადაწყვეტილებით მიზნად მხოლოდ რეფორმებში დაწინაურებული პარტნიორების მხარდაჭერას ისახავს. ახალი პროცესის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს ამ კვირაში ეწვევა.

ცნობისთვის, გაფართოების ნებისმიერ ეტაპზე გადასვლას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა ესაჭიროება. ევროპულ დედაქალაქებში ამჟამად არსებულ სიფრთხილეს კი უნგრეთის პრეცედენტი განაპირობებს. ქვეყნის, სადაც ვიქტორ ორბანის მთავრობა ვეტოს უფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინის მხარდაჭერის დასაბლოკად სისტემატურად იყენებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • აბუ-დაბიში რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობსფორმულა
  • აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE