მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს - ახალი ფილიალი საჩხერეში გაიხსნა
„ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს - ახალი ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

„ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს - ახალი ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

BM.GE13 ივლისი, 2026, 18:19|bm.ge

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს და ფიზიკური მომსახურების არეალს კიდევ უფრო ზრდის.

ამჯერად, კომპანიამ ახალი ფილიალი საჩხერეში გახსნა, რაც იმერეთის რეგიონში მცხოვრებთათვის სხვადასხვა ფინანსურ სერვისზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას შეუწყობს ხელს.

ახალი სერვისცენტრი, რომელიც ივანე გომართელის N26-ში მდებარეობს, ადგილობრივ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, კომფორტულ გარემოში მიიღონ კონსულტაცია, შეარჩიონ სასურველი ფინანსური პროდუქტები და ისარგებლონ სესხის გაცემის გამარტივებული პროცედურებით.

საჩხერის ფილიალის გახსნის აღსანიშნავად, მომხმარებლებისთვის სპეციალური სააქციო პირობებიც მოქმედებს, რაც სესხებზე შემცირებულ საპროცენტო განაკვეთს ითვალისწინებს.

კომპანიის მხრიდან ფიზიკური ქსელის განვითარება იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც, ციფრული პროდუქტების განვითარების პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომხმარებელთან უშუალო, პირისპირ კომუნიკაციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„ევროკრედიტი“ საერთაშორისო Zuk Group-ის წევრია, რომელიც წარმატებით ოპერირებს აშშ-ის, რუმინეთისა და უკრაინის ბაზრებზე. კომპანია საქართველოში 28 ფილიალითაა წარმოდგენილი და ქსელის ეტაპობრივ განვითარებას მომავალშიც გეგმავს.

სერვისცენტრების სრული სიისა და მისამართების ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე: https://eurocredit.ge/contact

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

BM.GE

[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

BM.GE

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

BM.GE

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

BM.GE