მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროკრედიტის" და Joyboy-ის ციფრული ავტოსესხის კამპანიამ Ad Black Sea-ზე ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა
"ევროკრედიტის" და Joyboy-ის ციფრული ავტოსესხის კამპანიამ Ad Black Sea-ზე ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა

"ევროკრედიტის" და Joyboy-ის ციფრული ავტოსესხის კამპანიამ Ad Black Sea-ზე ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 15:01|bm.ge

ბათუმში გამართულ კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე Ad Black Sea მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტისა" და კრეატიული სააგენტო JoyBoy-ს ერთობლივმა კამპანიამ საერთაშორისო ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა და ორი ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა.

გამარჯვება კატეგორიაში Film Craft კამპანიის ორმა ანიმაციურმა ვიდეორგოლმა მოიტანა:

• The First Ever Digital Car Loan Without Opening 9 Padlocks • The First Ever Digital Car Loan Without Crossing 9 Mountains

"ბარიერები ზღაპრებში რჩება" - კამპანიის კონცეფცია

კამპანიის მთავარი გზავნილებია: “ბარიერები ზღაპრებში რჩება" და “9 მთისა და 9 ზღვის გადალახვა აღარ გჭირდება".

კრეატიული ვიდეორგოლების შთაგონების წყარო ქართული მითოლოგია და ზღაპრები გახდა. სიუჟეტში გაცოცხლებულები არიან ლეგენდარული პერსონაჟები: ამირანი, მედეა და იასონი - რომელთაც დასახული მიზნის მისაღწევად 9 მთის, 9 ზღვისა და ურთულესი დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ.

კამპანიის მიზანია აჩვენოს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ფინანსური მომსახურების მიღება გაუთავებელ ბიუროკრატიასთან, ფილიალებში რიგში დგომასა და რთულ პროცედურებთან ასოცირდებოდა. "ევროკრედიტის" ახალი, სრულად ციფრული ავტოსესხის დახმარებით მომხმარებელს სასურველი თანხის მიღება სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროში შეუძლია.

Ad Black Sea რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც სარეკლამო და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს. წელს ფესტივალზე წარდგენილ ასობით ნამუშევარს შორის “ევროკრედიტისა” და Joyboy-ის კოლაბორაციამ ანიმაციისა და ვიზუალური ოსტატობის (Film Craft) კატეგორიაში ერთბაშად ორი საპრიზო ადგილი დაიკავა.

"ევროკრედიტის" შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტი" საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრია, რომელიც საქართველოს გარდა წარმატებით ოპერირებს აშშ-ში, რუმინეთსა და უკრაინაში. ჯგუფმა ქართულ ბაზარზე საქმიანობა 2011 წელს დაიწყო და მას შემდეგ "ევროკრედიტი" სექტორის ერთ-ერთი უცვლელი ლიდერია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება - კალაძე

BM.GE

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

BM.GE

ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

BM.GE

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

BM.GE