მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპა საავადმყოფოებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტემპებს ჩამორჩება - ჯანმო
ევროპა საავადმყოფოებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტემპებს ჩამორჩება - ჯანმო

ევროპა საავადმყოფოებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტემპებს ჩამორჩება - ჯანმო

BM.GE16 ივლისი, 2026, 20:57|bm.ge

ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა რევოლუციას ახდენს და გადატვირთულ სამედიცინო პერსონალს იმედს აძლევს. სადიაგნოსტიკო ხელსაწყოებიდან დაწყებული, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციით დასრულებული – ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სისტემებს მთელ ევროპაში ეხმარება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგიები უკვე ხელმისაწვდომია, ქვეყნების უმეტესობაში შესაბამისი რეგულაციები ჯერ კიდევ არ არსებობს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს ჰენრი პ. კლუგემ განაცხადა.

"ეს ნაპრალი – ტექნოლოგიის დანერგვასა და მის მართვას შორის – ამჟამად ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მთავარი გამოწვევაა", – განაცხადა კლუგემ ლისაბონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე გაფრთხილებით, რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება ეს ნაპრალი, მით უფრო მაღალი იქნება ფასი, რომლის გადახდაც ადამიანებს მოუწევთ.

"მიკერძოებულმა ალგორითმმა შესაძლოა რეალურ პაციენტს არასწორი დიაგნოზი დაუსვას, რასაც რეალური შედეგები მოჰყვება", – აღნიშნა კლუგემ.

ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან 2/3-ში დიაგნოსტირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს უკვე იყენებენ, ხოლო ქვეყნების ნახევარში პაციენტებისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩატბოტები მოქმედებს.

თუმცა, ხელოვნური ინტელექტის მართვის შესახებ სტრატეგია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, ყოველი 12-დან ერთს აქვს შემუშავებული.

ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნების მხოლოდ 8%-ს აქვს უშუალოდ ჯანდაცვის სფეროზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, ხოლო თითქმის 40%-ს არ გააჩნია ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპები ჯანდაცვის სისტემაში ამ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. რაც შეეხება განათლებას, მხოლოდ ყოველი მეხუთე ქვეყანა სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის შესწავლას სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს, და მხოლოდ ყოველი მეოთხე უზრუნველყოფს უკვე დასაქმებული პერსონალის გადამზადებას.

კლუგეს თქმით, ეს "შემაშფოთებელი" სურათია და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანების ჯანმრთელობაზე.

"ეს ყოველივე, უფრო ფართო გაგებით, ასუსტებს საზოგადოების ნდობას ჯანდაცვის სისტემების მიმართ", – გააფრთხილა მან საზოგადოება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2028 წლისთვის ხელოვნური ინტელექტისა და ჯანდაცვის საკითხებზე გზამკვლევს წარდგენას გეგმავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის" - Galt&Taggart

"საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის" - Galt&Taggart

BM.GE

"ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული ან მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა" - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური თელავში სტიქიაზე

"ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული ან მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა" - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური თელავში სტიქიაზე

BM.GE

"მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება" - ალექსანდრე რატიშვილი

"მოქალაქის ჯიბის სიმძლავრე მცირდება, რაც ბიზნესზე პირდაპირ აისახება" - ალექსანდრე რატიშვილი

BM.GE

ომის დასრულების შემთხვევაში თურქეთი ზღვაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდება

ომის დასრულების შემთხვევაში თურქეთი ზღვაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდება

BM.GE