მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 18:48|bm.ge

445 ხმით 37-ის წინააღმდეგ, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ამჯერად "ქართული ოცნების" მცდელობას ეხება, რომელსაც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს.

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციით კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციების დაწესებას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, საქართველოში ვითარება ეტაპობრივად უარესდება, შედეგად მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა გრძელდება.

რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების მცდელობას და ხაზს უსვამს, რომ ქმედითი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის საყრდენს წარმოადგენს და სასამართლო გზით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება დემოკრატიასთან შეუთავსებელია.

ევროპარლამენტი ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს მათ შორის არიან ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და ნიკა მელია. დოკუმენტში სინანულია გამოხატული, რომ ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების უმრავლესობის მხრიდან ისეთი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, რაც საქართველოში ვითარების გაუარესების საპასუხოდ კონკრეტულ შედეგებს უზრუნველყოფდა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებელი პირების, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ.

კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ; იხსენებს თავის მუდმივ გაფრთხილებებს იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და შეუძლებელს ხდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6 386 ლარია

საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6 386 ლარია

BM.GE

ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ტრამპი ირანზე დარტყმას განიხილავს

ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ტრამპი ირანზე დარტყმას განიხილავს

BM.GE

Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული Surface Laptop Ultra წარადგინა

Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული Surface Laptop Ultra წარადგინა

BM.GE

სკანდინავიის სამ დედაქალაქში საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა

სკანდინავიის სამ დედაქალაქში საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა

BM.GE