მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროპაში ღვინის მოხმარების შემცირება, პრაქტიკაში ვერ დავინახე" - "ასადელის მარნის" ღვინის 99% EU-ში იყიდება
"ევროპაში ღვინის მოხმარების შემცირება, პრაქტიკაში ვერ დავინახე" - "ასადელის მარნის" ღვინის 99% EU-ში იყიდება

"ევროპაში ღვინის მოხმარების შემცირება, პრაქტიკაში ვერ დავინახე" - "ასადელის მარნის" ღვინის 99% EU-ში იყიდება

BM.GE3 ივნისი, 2026, 08:24|bm.ge

კახეთში, ყვარელში მდებარე „ასადელის მარნის“ დამფუძნებელი დავით მიხელიძე ამბობს, რომ ევროპაში ღვინის მოხმარების შემცირებას, მათ გაყიდვებზე გავლენა არ მოუხდენია. პირიქით მცირე მეღვინე BM.GE-სთან ექსპორტზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მარანი მიმდინარე წელს წარმოების დაახლოებით 20%-ით ზრდას გეგმავს.

"წარმადობა ბოლო ორი წელია გავზარდეთ და 15 000 ბოთლზე ავედით. ვფიქრობთ, რომ წელს წარმადობა კიდევ დაახლოებით 20%-იან ზრდას ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა არის ევროპიდან. მოსაზრება, რომ ევროპაში ღვინის მოხმარება შემცირებულია, მე პრაქტიკაში ვერ დავინახე. საბედნიეროდ, ასეთი კლება არ მაქვს", - განაცხადა მიხელიძემ.

დღეს „ასადელის მარნის“ ძირითადი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა, საიდანაც პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება. დავით მიხელიძის შეფასებით, ევროპაში ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები კვლავ არსებობს: "ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ ევროპაში. საკმაოდ ბევრი სამუშაოა ამ მიმართულებით და თუ სისტემატურად ვიმუშავებთ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მცირე მეღვინეებს, არამედ მთლიანად დარგს დაეხმარება", – განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, კომპანია, რომლის გაყიდვების 99% ექსპორტზე მოდის, 5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართულ ბაზარზეც დაბრუნებას გეგმავს. ამ მიზნით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს როგორც ნიშურ მარკეტებთან, ისე HoReCa სექტორის წარმომადგენლებთან.

"გაყიდვების 99% ექსპორტზე მოდის. ადრე, დაახლოებით ხუთი წლის წინ, ადგილობრივ ბაზარზეც ვიყავით წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ მთლიანად ექსპორტზე გადავერთეთ. ახლა უკვე ვაპირებთ თავიდან ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენას. გვაქვს მოლაპარაკებები ნიშურ მარკეტებთან და წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზეც შემოვალთ. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს HoReCa სექტორთანაც", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ „ასადელის მარანი“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში მდებარეობს. ოჯახური მარანი რამდენიმე თაობას უკავშირდება და 80 წელზე მეტი ისტორია აქვს, თუმცა დამოუკიდებელ ბრენდად ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა. მეღვინეობა ღვინოს სრულად საკუთარი ვენახებიდან წარმოებული ყურძნისგან აყენებს. „ასადელის მარანი“ 2.5 ჰექტარ ვენახს ფლობს და წლიურად დაახლოებით 15 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის ძირითადი ნაწილი ევროპის ბაზრებზე იყიდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია

რუსეთის უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისია

BM.GE

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს 12:00 საათზე ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს 12:00 საათზე ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

BM.GE

ვფიქრობთ, წლის ბოლოს მინიმუმ $7.2 მილიარდზე უნდა ავიდეს საერთაშორისო რეზერვები - ლაშა ქავთარაძე

ვფიქრობთ, წლის ბოლოს მინიმუმ $7.2 მილიარდზე უნდა ავიდეს საერთაშორისო რეზერვები - ლაშა ქავთარაძე

BM.GE

გასაიდუმლოებული კონტრაქტები და გაზის სექტორის რისკები - გამოსავალი გაზის ბაზრის გახსნაა |ენერგეტიკოსი

გასაიდუმლოებული კონტრაქტები და გაზის სექტორის რისკები - გამოსავალი გაზის ბაზრის გახსნაა |ენერგეტიკოსი

BM.GE