მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ევროპელების ინტერესის ნაკლებობას ვხედავთ“ - ვინ ყიდულობს ბინებს თბილისში?
„ევროპელების ინტერესის ნაკლებობას ვხედავთ“ - ვინ ყიდულობს ბინებს თბილისში?

„ევროპელების ინტერესის ნაკლებობას ვხედავთ“ - ვინ ყიდულობს ბინებს თბილისში?

BM.GE4 ივლისი, 2026, 19:30|bm.ge

„ევროპელების მხრიდან თბილისის უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი შემცირებულია“ - ამის შესახებ „უძრავი ქონების პროსპექტში“ კომპანია RENTALS-ი & Eristavi Estates-ის დამფუძნებელმა ზურაბ ერისთავმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისთვის აქტიურობას ინარჩუნებენ საქართველოში და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ტრადიციულად უძრავ ქონებაში ინვესტირებით ინტერესდებიან ისრაელის მოქალაქეები.

„ევროპელი ინვესტორების მხრიდან ინტერესის შემცირებას ვხედავთ. თბილისში არაერთხელ გვქონია შემთხვევა, როდესაც გარიგებები შეფერხებულა სხვადასხვა მიმართულებით არსებული გაურკვევლობების გამო. იყო კონკრეტული შემთხვევებიც, როდესაც მყიდველმა, მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვის პროცესში საკმაოდ დიდი გზა ჰქონდა გავლილი, საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა კონკრეტულ მაგალითებზე საუბრისგან ახლა თავს შევიკავებ.

მიუხედავად ამისა, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას. ეკონომიკა კვლავ ზრდის ტემპს აჩვენებს, რეგიონთან შედარებით კი ქვეყანაში მშვიდი გარემოა, რაც ინვესტორების ინტერესს განაპირობებს. თუმცა ეს ინტერესი ძირითადად მოდის ქართველებისგან, მათ შორის რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან, ასევე ისრაელის მოქალაქეებისგან. ევროპელი ინვესტორების მხრიდან ისეთი მასშტაბური ტენდენცია, როგორიც წარსულში იყო, დღეს აღარ შეინიშნება.

გარკვეული გააქტიურება შეინიშნება ჩინეთის მიმართულებით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს უკვე სტრუქტურულად ძლიერი მოთხოვნაა. ინდოეთის მხრიდან კი ინტერესი თითქმის არ იკვეთება“, - განაცხადა ერისთავმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნაიმედი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE