მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ
ევროპის ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ

ევროპის ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე ყველაზე მეტს ხარჯავენ

BM.GE1 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

გასულ წელს ევროპელი ნატოს წევრების სამხედრო ხარჯები ისეთი ტემპით გაიზარდა, როგორიც 1953 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

აშშ-ის ზეწოლის შემდეგ - როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებლების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა - 2025 წელს თავდაცვაში კონტინენტის ინვესტიციები 14%-ით გაიზარდა და 865 მილიარდ დოლარს მიაღწია.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, ეს 1950-იანი წლების შემდეგ ყველაზე მკვეთრი ზრდაა და 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

SIPRI-ს თანახმად, გასულ წელს ბერლინმა თავდაცვაში დაახლოებით 114 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც 2024 წელთან შედარებით ხარჯების 24%-იანი ნახტომია.

ეს ნიშნავს, რომ გერმანიამ დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და ევროკავშირში თავდაცვის ყველაზე დიდი ინვესტორი გახდა, მსოფლიოში კი მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის ($854 მლრდ), ჩინეთისა ($336 მლრდ) და რუსეთის ($190 მლრდ) შემდეგ.

კიდევ რომელი ქვეყნები ზრდიან სამხედრო ხარჯებს?

კიდევ ერთი მსხვილი ეკონომიკა, რომელიც სამხედრო ხარჯების გაზრდას არ ერიდება, იტალიაა (20%-იანი მატებით). ის ახლა სამხედრო ხარჯებით ისრაელთან თანაბარ პოზიციაზეა.

ესპანეთი, რომელიც ნატოში ტრადიციულად ჩამორჩენილთა სიაში იყო, კიდევ უფრო შორს წავიდა 50%-იანი ნახტომით. მან 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ პირველად აამაღლა თავისი სამხედრო ხარჯები ალიანსის წინა სამიზნე ნიშნულამდე - მშპ-ს 2%-მდე.

ქვეყანა თავდაცვაზე 2025 წლის დანახარჯი (მლრდ $) ცვლილება 2024-ის შემდეგ აშშ 854 -7.5% ჩინეთი 336 7.4% რუსეთი 190 5.9% გერმანია 114 24% ინდოეთი 92.1 8.9% გაერთიანებული სამეფო 89.0 -2.0 უკრაინა 84.1 20% საუდის არაბეთი 83.2 1.4% საფრანგეთი 68.0 1.5% იაპონია 62.2 9.7% ისრაელი 48.3 -4.9% იტალია 48.1 20% სახმრეთ კორეა 47.8 2.6% პოლონეთი 46.8 23% ესპანეთი 40.2 50% კანადა 37.5 23% ავსტრალია 35.3 3.0% თურქეთი 30.0 7.2% ნიდერლანდები 28.9 14% ალჟირი 25.4 11%

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს მშპ-სთან მიმართებით?

თავდაცვის ხარჯების მშპ-სთან ფარდობის განხილვა უფრო ნათელ სურათს იძლევა იმის შესახებ, თუ ვინ განიხილავს თავდაცვას ეროვნულ პრიორიტეტად.

უკრაინის გამოკლებით (რომლის მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ია), მსოფლიო ლიდერი ალჟირია შთამბეჭდავი 8.8%-ით. ევროპაში კი მოწინავე ქვეყნები რუსეთს ესაზღვრებიან.

პოლონეთი პირველ ადგილზეა, რომელიც მშპ-ს 4.5%-ს იარაღსა და თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე მიმართავს.

მეორე ადგილზეა ლატვია 3.6%-ით, მას მოსდევს ესტონეთი (3.4%) და ნორვეგია (3.3%). რეიტინგის ბოლოში კი ისლანდია (ფაქტობრივად 0%), ირლანდია (0.2%) და შვეიცარია (0.8%) არიან.

კონტინენტის ხუთ უმსხვილეს ეკონომიკას შორის, მიუხედავად 2025 წელს სამხედრო ხარჯების მცირედი კლებისა, დიდი ბრიტანეთი კვლავ რჩება ყველაზე მსხვილ ინვესტორად მშპ-სთან მიმართებით (2.4%). მას მოსდევს გერმანია (2.3%), ესპანეთი (2.1%), საფრანგეთი (2%) და იტალია (1.9%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE