მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ საქართველოში ამოქმედდა - რა შესაძლებლობებს მიიღებენ?
„ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ საქართველოში ამოქმედდა - რა შესაძლებლობებს მიიღებენ?

„ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ საქართველოში ამოქმედდა - რა შესაძლებლობებს მიიღებენ?

BM.GE19 მაისი, 2026, 17:02|bm.ge

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 18-30 წლის მოქალაქეები ევროპის მასშტაბით 25 000-მდე ფასდაკლებითა და სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, როგორც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის European Youth Card Association ლიცენზირებული წევრი.

პროგრამა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია ევროპაში ახალგაზრდებისთვის მოგზაურობის, კულტურის, სპორტისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბარათი ახალგაზრდებისთვის მხოლოდ ფასდაკლებების პლატფორმა არ არის და ის ევროპულ სივრცესთან მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნის.

„ჩვენ გასულ წელს აღნიშნული ინიციატივის შესახებ უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ახლა კი გადავდივართ დაპირების უშუალო აღსრულებაზე - ქართველი ახალგაზრდები ამიერიდან „ევროპული ახალგაზრდული ბარათებით“ ისარგებლებენ, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია. ბარათი საქართველოს 18-30 წლის ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე და მილიონობით ახალგაზრდისთვის მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას ქმნის. გახსოვდეთ, ეს ბარათი მხოლოდ ფასდაკლებები არ არის - ეს არის ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და კიდევ უფრო მეტი კავშირი ევროპულ სივრცესთან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პროგრამის ფარგლებში, ბარათის მფლობელები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ როგორც კერძო კომპანიებში, ისე მუნიციპალურ სპორტულ და კულტურულ ცენტრებში. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება.

გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური ტარიფები იმოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში. მომხმარებლები სხვადასხვა სერვისზე 5%-დან 40%-მდე შეღავათს მიიღებენ.

პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკის საშუალებით. ბარათის გამოყენება ერთწლიანი ვადით, ერთჯერადი 10-ლარიანი გადასახადის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE