
ევროპული სტანდარტი საქართველოში: როგორ ცვლის "დეკონცეპტი" ინტერიერის ქართულ ბაზარს
ქართული სარემონტო და დეკორატიული მასალების ბაზარზე პრემიუმ სეგმენტი ეტაპობრივად ფართოვდება, თუმცა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და გამორჩეული დიზაინის მქონე ევროპული პროდუქციის არჩევანი ჯერ კიდევ შეზღუდულია.
სწორედ ამ საჭიროებაზე საპასუხოდ შეიქმნა "დეკონცეპტი" - კომპანია, რომელიც პრემიუმ კლასის ევროპული საღებავებისა და დეკორატიული საფარების ოფიციალური იმპორტიორია.
კომპანიის შექმნის იდეა ბაზარზე არსებულმა რეალურმა გამოწვევამ დაბადა. "დეკონცეპტში" აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში სიტყვა "პრემიუმი" ადგილობრივ სარეკლამო სივრცეში ხშირად გაუფასურებული და რეალურ შინაარსს მოკლებული იყო.
"დეკონცეპტის" შექმნა განაპირობა ქართულ ბაზარზე არსებულმა კონკრეტულმა დეფიციტმა - კერძოდ, პრემიუმ სეგმენტში ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ესთეტიკისა და ტექნიკურად სრულყოფილი ევროპული საღებავებისა და საფარების ნაკლებობამ. სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე სიტყვა "პრემიუმი" ხშირად უბრალო მარკეტინგულ იარლიყად გამოიყენებოდა. ჩვენი მიზანი გახდა, ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ნამდვილად ლუქს კლასის პროდუქცია, რომელიც თავისი უმაღლესი ხარისხითა და ექსკლუზიურობით ამ ცნების რეალურ, ევროპულ მნიშვნელობას პასუხობს. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველებმა შემოვიტანეთ ამ სეგმენტის პროდუქცია საქართველოში", - აცხადებენ კომპანიაში.
"დეკონცეპტმა" ქართველ დიზაინერებსა და მომხმარებლებს ისეთი საკულტო საერთაშორისო ბრენდები გააცნო, როგორებიც ბრიტანული Little Greene და იტალიური Loggia - decoration plasters and paint-ია. ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი კი მომხმარებლისთვის სამ მნიშვნელოვან ფაქტორს უზრუნველყოფს:
• საუკეთესო ფასი: პირდაპირი მოწოდება გამორიცხავს შუამავლების მარჟებს, რაც ევროპული ლუქს-პროდუქციის მაქსიმალურად კონკურენტულ ფასად შეძენის გარანტიაა. • 100%-იანი ავთენტიკურობა: გარანტირებული ხარისხი და ტექნოლოგიური მხარდაჭერა. • პროფესიონალური სერვისი: კონსულტაცია საერთაშორისო პარტნიორების მიერ სერტიფიცირებული სტანდარტებით.
აღსანიშნავია, რომ დღეს კედლის საფარი მხოლოდ ვიზუალი აღარ არის - ის ჰაერის ნაწილია, რომლითაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ. "დეკონცეპტის" პორტფელში შემავალი პროდუქცია კი უმკაცრეს საერთაშორისო ეკოლოგიურ სერტიფიკატებს ფლობს:
• Little Greene: გამოირჩევა Zero/Low VOC (თითქმის ნულოვანი ორგანული მქროლავი ნაერთები) მაჩვენებლით, არ ტოვებს სუნს და უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს. საღებავს მინიჭებული აქვს Child Safe / BS EN 71-3:2019 სტანდარტი (ევროპული სათამაშოების უსაფრთხოების ნორმა), რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულიად უსაფრთხოა საბავშვო ოთახებისა და ავეჯისთვისაც კი. შიდა ჰაერის უმაღლეს ხარისხს ასევე ადასტურებს Eurofins Indoor Air Comfort (Gold) და ISO 14001 სერტიფიკატები. • Loggia - decoration plasters and paint: სრულიად თავისუფალია მავნე ნაერთებისგან (VOC Free). ფლობს იტალიურ სერტიფიკატს UNI 11021:2002, რაც პროდუქტის უსაფრთხოებას ადასტურებს საკვებთან კონტაქტის ზონებში - რესტორნებში, სამზარეულოებსა და კვების ობიექტებში. გარდა ამისა, ინოვაციური, დაპატენტებული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ და ობის საწინააღმდეგო ეფექტს, რითაც აქტიურად ასუფთავებს ოთახის მიკროკლიმატს.
სტანდარტულ, ათასობით ტონით გადატვირთულ კატალოგებთან შედარებით, "დეკონცეპტი" სრულიად განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. Little Greene-ის კოლექცია 300-მდე ექსკლუზიურ ფერს მოიცავს და თითოეული მათგანი კურატორულად, ხელოვნების ნიმუშივითაა შექმნილი. ფერების დიდი ნაწილი ბრიტანეთის ეროვნულ ფონდთან (National Trust) თანამშრომლობით, რეალური ისტორიული არქივებისა და სასახლეების კვლევის შედეგად არის აღდგენილი.
"Little Greene-ის ფიზიკური კატალოგების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ფერის ნიმუშები არ არის დაბეჭდილი ჩვეულებრივი სტამბური მეთოდით. ისინი შეღებილია რეალური საღებავით. ამასთან, Little Greene 40%-ით მეტ პიგმენტს იყენებს, ვიდრე სტანდარტული საღებავები. ფერები შეიცავს რთულ, მრავალშრიან პიგმენტურ ბაზას, რაც ქმნის ე.წ. "ცოცხალ ფერს". Colour Scales პრინციპი კი მომხმარებელსა და დიზაინერს ტონალური იერარქიის აწყობას უმარტივებს" - ამბობენ კომპანიაში.
თბილისში "დეკონცეპტი" საკუთარი შოურუმითაა წარმოდგენილი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირის N37-ში ახლახან გაიხსნა. კომპანიის ხედვით, სივრცე შექმნილია არა მხოლოდ პროდუქციის წარმოსაჩენად, არამედ დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისა და მომხმარებლებისთვის, შემოქმედებით და საკონსულტაციო გარემოდ. შოურუმში სტუმრებს პროფესიონალური კონსულტაციის მიღება ფერთა კომბინაციების, განათებისა და სხვადასხვა ზედაპირის თავისებურებების გათვალისწინებით შეუძლიათ.
"ეს არ არის უბრალოდ მაღაზია - ეს არის შემოქმედებითი ჰაბი დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისა და რემონტის პროცესში მყოფი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დეტალები და უმაღლესი სტანდარტი გადამწყვეტია", - აცხადებენ კომპანიაში.
„დეკონცეპტი“ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს - კომპანიის სტრატეგიული ხედვა ქართული ინტერიერის კულტურის უწყვეტ განვითარებასა და პორტფელის გაფართოებას უკავშირდება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ქართველ მომხმარებლებსა და პროფესიონალ დიზაინერებს წინ არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელით: Deconcept-ი ადგილობრივ ბაზარს კიდევ ერთ, უმაღლესი ევროპული კლასის პრემიუმ-საღებავების ბრენდს წარუდგენს. ამასთანავე, მის ასორტიმენტს მალე უმაღლესი სეგმენტის ისეთი პროდუქცია შეემატება, რომელსაც საქართველოს ბაზარი პირველად გაიცნობს.
თვალი ადევნეთ Deconcept-ის სიახლეებს და იყავით პირველი, ვინც ექსკლუზიურ დეტალებს გაიგებს
BM.GE
წყარო: bm.ge