მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო
ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 21:12|bm.ge

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან 45,93 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, 2026 წლის 10 თვის მონაცემებით, წელს თურქეთიდან იმპორტმა 249,14 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ამავე ქვეყანაში ექსპორტი კი მხოლოდ 169 მილიონი იყო.

ესკოს ოპერატიული მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ნოემბერშიც გრძელდება. 19 ნოემბრის ჩათვლით მეზობელი ქვეყნიდან უკვე 28.87 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაა შემოტანილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას წელს თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმი აქვს ამოქმედებული. შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ 21 მაისს შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაის-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდებოდა იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იგივე მოცულობით დაუბრუნდებოდა. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მექანიზმის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის „მდგრადი, საიმედო და სტაბილური ფუნქციონირება“, ასევე სისტემაში წარმოქმნილი ელექტროენერგიის სიჭარბის მართვა და დეფიციტის დაფარვა უსასყიდლო ოპერაციით.

წელს თურქეთში ექსპორტი ამ ბაზარზე დაბალი ფასის გამო შეფერხდა. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაის-ივლისში თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო ფასი 3.5 ცენტი/კვტ.სთ იყო, რაც წლიურად 46%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან ექსპორტის სისტემური საფასური 1.5 ცენტი/კვტ.სთ-ს შეადგენდა. ამიტომ მთავრობამ ბარტერის შეთანხმება გააფორმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თურქეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • „ჩვენი პრინციპული პოზიცია უცვლელია“ - თურქეთის ელჩი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეტვ პირველი
  • თურქეთში ოპოზიციური ტელეარხი "სოზჯუ" ეთერიდან გათიშეს - დააკავეს მედიაჰოლდინგის 4 ხელმძღვანელირუსთავი 2
  • ინტერპოლით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 1 და უკრაინის 2 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავესნეტგაზეთი
თურქეთის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საფონდო ბირჟების კომისიამ NVIDIA-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის საფონდო ბირჟების კომისიამ NVIDIA-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

BM.GE

ხორბლის ფასი 10-თვიან მინიმუმამდე დაეცა

ხორბლის ფასი 10-თვიან მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

წელს ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

წელს ელექტროენერგიის მოხმარება მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

BM.GE

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

BM.GE