მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპულმა მარეგულირებელმა რუსულ Yandex-ს €100 მილიონის ჯარიმა დააკისრა
ევროპულმა მარეგულირებელმა რუსულ Yandex-ს €100 მილიონის ჯარიმა დააკისრა

ევროპულმა მარეგულირებელმა რუსულ Yandex-ს €100 მილიონის ჯარიმა დააკისრა

BM.GE11 მაისი, 2026, 19:39|bm.ge

ნიდერლანდების მონაცემთა დაცვის ორგანომ ტაქსის აპლიკაცია Yango-ს მფლობელ კომპანია MLU-ს €100 მილიონის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მარეგულირებლის განცხადებით, ნიდერლანდებში ბაზირებულმა კომპანიამ, რომელიც რუსული ტექნოლოგიური გიგანტის, Yandex-ის შვილობილია, ნორვეგიელი და ფინელი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები რუსეთს უსაფრთხოების სათანადო ზომების გარეშე გადასცა.

უწყების თავმჯდომარის განმარტებით, მოსკოვში პერსონალური მონაცემები ევროპულთან შედარებით ნაკლებად არის დაცული, რაც რუსეთის მთავრობისთვის ამ ინფორმაციაზე წვდომის რისკს ქმნის.

როგორც ირკვევა, გამოძიება 2023 წლის ბოლოდან ნორვეგიელ და ფინელ კოლეგებთან ერთად მიმდინარეობდა. დადგინდა, რომ Yango მძღოლებისა და მგზავრების სენსიტიურ ინფორმაციას, მათ შორის მართვის მოწმობების ასლებს, საცხოვრებელ მისამართებსა და ზუსტ გეოლოკაციას, რუსეთში მდებარე სერვერებზე ინახავდა. ევროპული რეგულაციებით, მონაცემთა გადაცემა ევროკავშირის გარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ იქ დაცვის ეკვივალენტური დონე იქნება უზრუნველყოფილი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია MLU ბრალდებას უარყოფს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, პერსონალური მონაცემები ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშიფრული ფორმით ინახებოდა, რაც მესამე პირებისთვის მათზე წვდომას ტექნიკურად შეუძლებელს ხდიდა. მათივე განმარტებით, Yango-ს გასული წლიდან ნორვეგიასა და ფინეთში საქმიანობა აღარ უწარმოებია.

ცნობისთვის, Yandex-ს არაერთხელ დასდეს ბრალი რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სადაზვერვო მონაცემების შეგროვებაში. ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაშია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE