
ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა
ევროზონაში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში ბოლო სამი წლის უმაღლეს ნიშნულს, 4%-ს მიაღწია.
ევროსტატის განცხადებით, 21 ქვეყნის გაერთიანებაში ინფლაციურმა წნეხმა სექტემბერში დაფიქსირებულ 3.8%-ს გადააჭარბა. ფასების საერთო მატება ძირითადად ენერგომატარებლების ღირებულების 20.8%-იანმა ზრდამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბერში განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შემდეგ, გასულ თვეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.5%-იან ნიშნულზე უცვლელად დატოვა. ინფლაციის ახალი მაჩვენებლის გამოქვეყნების შემდეგ, ფინანსურ ბაზრებზე დეკემბრის სხდომაზე განაკვეთის გამკაცრების ალბათობა 72%-მდე გაიზარდა, რადგან 4%-იანი ინფლაცია ECB-ის სამიზნე ნიშნულზე 2-ჯერ მეტია.
ცნობისთვის, ევროზონაში ინფლაციის 4%-იან ან უფრო მაღალ ნიშნულზე დაფიქსირება 2023 წლის სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა. ანალიტიკოსების შეფასებით, დასავლეთში ინფლაციის მკვეთრი დაჩქარება სრულად აშშ-ირანის ომს და ჰორმუზის სრუტის პარალიზებას უკავშირდება, რომელმაც ნავთობი 70%-ით და გაზი 250%-ით გააძვირა.
BM.GE
წყარო: bm.ge