მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX-ი და Qualcomm-ი აშშ-ში ახალი მობილური ოპერატორის მიწისზედა ინფრასტრუქტურას ერთად შექმნიან
SpaceX-ი და Qualcomm-ი აშშ-ში ახალი მობილური ოპერატორის მიწისზედა ინფრასტრუქტურას ერთად შექმნიან

SpaceX-ი და Qualcomm-ი აშშ-ში ახალი მობილური ოპერატორის მიწისზედა ინფრასტრუქტურას ერთად შექმნიან

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 04:30|bm.ge

SpaceX-ი და Qualcomm-ი შეერთებულ შტატებში ახალი მობილური ოპერატორის, Starlink Mobile-ის მიწისზედა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩიპების მწარმოებელი საბაზო სადგურებისთვის საჭირო Dragonwing-ის აპარატურულ და პროგრამულ სისტემებს მიაწვდის.

Qualcomm-ის განცხადებით, ეს გარიგება კომპანიისთვის 5G-ის მიმართულებით უმსხვილესი ინიციატივა იქნება და მის ფარგლებშიც ქსელის გაშლა მომდევნო წელს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები მხარეებს არ გაუსაჯაროებიათ.

ინფორმაციისთვის, SpaceX-ი Starlink Mobile-ის მეშვეობით ბაზარზე ისეთ მსხვილ ამერიკულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს დაუპირისპირდება, როგორებიც Verizon-ი, AT&T და T-Mobile-ი არიან. Qualcomm-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, დურგა მალადის განმარტებით, კომპანიები შეერთებულ შტატებში წამყვან ფიჭურ ინფრასტრუქტურას ააშენებენ, რაც მომავალში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული 6G-ის დანერგვას საფუძველს ჩაუყრის.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე SpaceX-ი ათობით ათასი ახალი ფიჭური სადგურის განთავსებას გეგმავს, თუმცა სატელეკომუნიკაციო ანძების მფლობელ პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმება ჯერ არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, Starlink-ი SpaceX-ის ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. მესამე კვარტალში სატელიტურ ინტერნეტზე კომპანიის შემოსავლების 36% და საოპერაციო მოგების 85% მოდიოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

ევროზონაში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

AMD-ის მონაცემთა ცენტრების შემოსავალი გაორმაგდა

AMD-ის მონაცემთა ცენტრების შემოსავალი გაორმაგდა

BM.GE

როგორი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს აშშ-სთან, სადაც ბრუნვა 19%-მდე შეგვიმცირდა?

როგორი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს აშშ-სთან, სადაც ბრუნვა 19%-მდე შეგვიმცირდა?

BM.GE

აშშ-ში გაყიდვების შენელების მიუხედავად, McDonald’s-ის მოგება $2.49 მილიარდამდე გაიზარდა

აშშ-ში გაყიდვების შენელების მიუხედავად, McDonald’s-ის მოგება $2.49 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE