მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროზონაში რეცესიის საფრთხე რეალურია" – საბერძნეთის ბანკის ხელმძღვანელი
"ევროზონაში რეცესიის საფრთხე რეალურია" – საბერძნეთის ბანკის ხელმძღვანელი

"ევროზონაში რეცესიის საფრთხე რეალურია" – საბერძნეთის ბანკის ხელმძღვანელი

BM.GE4 მაისი, 2026, 22:20|bm.ge

"ევროზონაში რეცესიის დაწყების ალბათობა რეალურია" - ამის შესახებ საჯარო განცხადება საბერძნეთის ბანკის მმართველმა და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოს წევრმა, იანის სტურნარასმა გააჟღერა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელ შენელებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განაპირობებს. იანისის განცხადებით, ირანთან ომის დასრულება ახლა ევროპისთვის ახლა კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობაა. მისი შეფასებით, სამხედრო მოქმედებების შეწვყვეტა ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკისთვის გადამწყვეტი იქნება. სტურნარასი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მიუხედავად ევროზონის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგრადობისა, განვითარების ტემპის საგრძნობი შენელება შეიმჩნევა.

საბერძნეთის ბანკის ხელმძღვანელის თქმით, ენერგოპროდუქტებზე ფასების ზრდა და გაურკვევლობის განცდა როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ისე ინფლაციის მაჩვენებლებზე პირდაპირ გავლენას იქონიებს. სტურნარასის შეფასებით, მიმდინარე მდგომარეობა 2022 წლის კრიზისისგან განსხვავდება, რადგან ამჯერად ინფლაციის მატება სუსტი ეკონომიკური ზრდისა და შეზღუდული ფისკალური რესურსების ფონზე ხდება. ის შიშობს, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ევროპული ეკონომიკები შოკების მიმართ უფრო მოწყვლადები არიან.

სტურნარასი მოელის, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის რეაგირება შოკის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ პროცესები დროებითი აღმოჩნდება, მონეტარული პოლიტიკის კორექტირება საჭირო არ გახდება. თუმცა თუ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულს ხანგრძლივად ასცილდება, საბჭოს წევრი მკაცრი ზომების მიმართვას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე დაბრუნებაა. ამჟამად უწყება გადაწყვეტილებებს არსებულ მაკროეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE