მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Exxon-ი, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ვენესუელაში ნავთობის მოპოვების აღსადგენ მოლაპარაკებებშია
Exxon-ი, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ვენესუელაში ნავთობის მოპოვების აღსადგენ მოლაპარაკებებშია

Exxon-ი, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ვენესუელაში ნავთობის მოპოვების აღსადგენ მოლაპარაკებებშია

BM.GE23 მაისი, 2026, 19:00|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია ExxonMobil-ი ვენესუელაში ნავთობის მოპოვების უფლების მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მან ქვეყანა თითქმის ორი ათწლეულის წინ დატოვა - ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის რესპონდენტების თქმით, შეთანხმებას შესაძლოა ხელი უკვე მაისში მოეწეროს და ოფიციალურად გამოცხადდეს. პროექტი კონტრაქტების გაფორმებას ნავთობის მოპოვებაზე ვენესუელის სხვადასხვა რეგიონში მდებარე ექვს საბადოზე ითვალისწინებს.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს ნიშნავს Exxon-ის დაბრუნებას ქვეყანაში, რომელიც ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს მარაგს ფლობს მსოფლიოში, ვენესუელის ხელისუფლებასთან მრავალწლიანი კონფლიქტისა და საერთაშორისო სასამართლო დავების შემდეგ.

საქმე ისაა, რომ 2007 წელს ვენესუელის მაშინდელმა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა Exxon-ისა და სხვა უცხოური კომპანიების ნავთობის პროექტების ნაციონალიზაცია მოახდინა. Exxon-მა უარი თქვა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე, დატოვა ქვეყანა და საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. NYT-ის ინფორმაციით, კარაკასს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის სახით კომპანიისთვის დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი დღემდე მართებს.

ჯერ კიდევ იანვარში, Exxon-მა ვენესუელას "ინვესტიციებისთვის შეუსაბამო" ქვეყანა უწოდა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარენ ვუდსმა მაშინ განაცხადა, რომ ბაზარზე ხელახალი შესვლა "ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს" მოითხოვდა, აქტივების წინა ორი კონფისკაციის გათვალისწინებით.

ამან თეთრი სახლის უკმაყოფილება გამოიწვია. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კომპანიას "ზედმეტად ეშმაკობა სურს" და დაემუქრა, რომ ExxonMobil-ს ვენესუელაში შესვლის საშუალებას არ მისცემდა.

მიუხედავად ამისა, კომპანიის პოზიცია, როგორც ჩანს, შეიცვალა. მიმდინარე თვეში ვუდსმა ინვესტორებს განუცხადა, რომ კანადაში მძიმე ნავთობის მოპოვების გამოცდილება Exxon-ს უპირატესობას ანიჭებს ვენესუელაში, სადაც მარაგების დიდ ნაწილს მსგავსი მახასიათებლები აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ინვესტიციები და პოტენციური მოგება "იმედისმომცემად გამოიყურება".

Exxon-ის ინტერესზე ვენესუელის მიმართ შესაძლოა რამდენიმე ფაქტორს მოეხდინა გავლენა. კერძოდ, ირანში მიმდინარე ომმა ხელი შეუწყო ნავთობისა და გაზის გლობალური ფასების ზრდას, ხოლო ახლო აღმოსავლეთში არსებულმა არასტაბილურობამ ნავთობკომპანიებს წარმოების წყაროების დივერსიფიკაციის სურვილი გაუზარდა.

გარდა ამისა, Exxon-ის მთავარმა კონკურენტმა, კორპორაცია Chevron-მა გასულ თვეში ვენესუელაში თავისი უმსხვილესი ნავთობპროექტის მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ გამოაცხადა. ანალიტიკოსების აზრით, ეს Exxon-ის მიერ ვენესუელის ბაზრის შემდგომი იგნორირების სტრატეგიულ საფასურს ზრდის.

NYT-ის წყაროების თანახმად, Exxon-ის წარმომადგენლები უკვე ეწვივნენ კარაკასს აპრილში შემოთავაზებული საბადოების შესაფასებლად, ხოლო კომპანიის წარმომადგენლები ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ ვენესუელის ბაზარზე მასშტაბური დაბრუნების შესაძლებლობაზე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა ტაივანისთვის $14 მილიარდის იარაღის მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა ტაივანისთვის $14 მილიარდის იარაღის მიწოდება შეაჩერა

BM.GE

ხანძრის რისკი და პროგრამული ხარვეზები: Hyundai აშშ-ში 1.6 მილიონამდე ავტომობილს გაიხმობს

ხანძრის რისკი და პროგრამული ხარვეზები: Hyundai აშშ-ში 1.6 მილიონამდე ავტომობილს გაიხმობს

BM.GE

ენერგოპროექტები, რომლებზეც ხელშეკრულებები წყდება - მთავრობის 15-21 მაისის განკარგულებები

ენერგოპროექტები, რომლებზეც ხელშეკრულებები წყდება - მთავრობის 15-21 მაისის განკარგულებები

BM.GE

სასაჩუქრე პროდუქციაზე მოთხოვნა 40%-მდე გაიზარდა - Chemi.gifts

სასაჩუქრე პროდუქციაზე მოთხოვნა 40%-მდე გაიზარდა - Chemi.gifts

BM.GE