მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ფასების კომისიამ საბოლოო დასკვნა 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

BM.GE1 მაისი, 2026, 21:32|bm.ge

პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

დოკუმენტი, რომელიც 70-მდე კომპანიასთან შეხვედრასა და 80-ზე მეტი ბიზნესის საოპერაციო ხარჯების ანალიზს ეფუძნება, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნება.

კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა მედიასთან თქვა, რომ დასკვნა ჯერ ბიუროზე გავა კენჭისყრაზე, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას დეტალური დამუშავებისთვის გადაეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი მიიღეს, სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა („ხალხის ძალა“) კენჭისყრის გადადება ითხოვა იმ მოტივით, რომ საკითხი კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლილიყო.

მკვეთრად კრიტიკული იყო ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძე. მისი თქმით, წარმოდგენილი დასკვნა რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

„საქართველოში თუ გვინდა ფასებმა კლება დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ თუ გჯერათ, რომ ამ დასკვნის რელიზების შემდეგ საქართველოში ფასები კლებას დაიწყებს, წარმატებებს გისურვებთ“, — აღნიშნა კერესელიძემ.

სამუშაო პროცესის ფარგლებში, კომისია სამი მიმართულებით მუშაობდა: საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი. შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, ჩატარდა საველე კვლევები და ფასების მონიტორინგი, რამაც გამოკვეთა სხვაობები საქართველოსა და ევროპულ ბაზრებს შორის.

კომისიის რეკომენდაციები მოიცავს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, რაც, ავტორების ჩანაფიქრით, ადგილობრივი კომპანიების საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE