მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფასების კომისიის“ დასკვნას იქამდე მივყავართ, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - რიტეილ ექსპერტი
„ფასების კომისიის“ დასკვნას იქამდე მივყავართ, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - რიტეილ ექსპერტი

„ფასების კომისიის“ დასკვნას იქამდე მივყავართ, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - რიტეილ ექსპერტი

BM.GE1 მაისი, 2026, 22:14|bm.ge

„ფასების კომისიის“ დასკვნას იქამდე მივყავართ, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - ფასების ნიშნულის განმაპირობებელი დიდწილად ის სისტემაა, რომელიც მიწოდების ჯაჭვით წარმოიქმნება - ასე აფასებს „ფასების კომისიის“ მომზადებულ რეკომენდაციებს Bewise Georgia-ს მმართველი პარტნიორი ია ნადირაშვილი.

ია ნადირაშვილის განცხადებით, ფასების შემცირების გასაღები არა საცალო მოვაჭრეებთან, არამედ მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციაშია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების შემცირება და ეფექტურობის ძიება, რაც მხოლოდ ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარებითაა შესაძლებელი.

„ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება მთლიანად მიწოდების ჯაჭვის ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ თუ ახლა ბაზარი აქტორების თვალსაზრისით ძალიან ფრაგმენტულია, სასაწყობო მეურნეობა ძალიან ფრაგმენტირებულია, ეს ზრდის საოპერაციო ხარჯებს. არ არის კონსოლიდირებული შესყიდვები, რაც თავიდანვე პროდუქტის შესასყიდი ფასის მაღალ ნიშნულს გვაძლევს. საოპერაციო ეფექტურობა უნდა ვეძებოთ. ლოგისტიკური ცენტრების განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა არა მარტო ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ მისი აღჭურვა სხვადასხვა ტექნოლოგიებით, ვინაიდან ტექნოლოგიების გარეშე ამ პროცესის ავტომატიზაცია და მონაცემების ინფორმირება უბრალოდ შეუძლებელი იქნება“, - ამბობს რიტეილ ექსპერტი.

Bewise Georgia-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ ბაზრის ფრაგმენტულობა ხარჯებს ზრდის, ამიტომ სექტორის გამსხვილება გარდაუვალი პროცესია და ეს გზა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს.

„ეს არის ბუნებრივი ევოლუციური პროცესი. თუ რიტეილის მხრიდან ვხედავთ გამსხვილებას იმისათვის, რომ ზუსტად საოპერაციო ეფექტურობა ეძებონ, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მოხდება ასევე მომწოდებლის მხრიდანაც, ანუ დისტრიბუციის ნაწილშიც გამსხვილება და პროცესები აუცილებლად წავა ლოგისტიკური ჰაბებისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ მომწოდებელი, როგორც ერთეული შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ შეიძლება მოხდეს შერწყმა დისტრიბუციისა და სასაწყობო მეურნეობის ნაწილის, რაც პროდუქტზე ერთეულ დანახარჯს შეამცირებს. სტრატეგიული ალიანსების შექმნა თუ შერწყმები გარდაუვალია“, - მიიჩნევს ია ნადირაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE