მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ფასების კომისიის" მუშაობისას ძირითადი სასურსათო პროდუქტის საველე კვლევა ჩატარდა - როგორია შედეგები?
"ფასების კომისიის" მუშაობისას ძირითადი სასურსათო პროდუქტის საველე კვლევა ჩატარდა - როგორია შედეგები?

"ფასების კომისიის" მუშაობისას ძირითადი სასურსათო პროდუქტის საველე კვლევა ჩატარდა - როგორია შედეგები?

BM.GE1 მაისი, 2026, 20:35|bm.ge

"ფასების კომისიამ", რომელმაც 2026 წელს სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურა შეისწავლა, დაასკვნა, რომ კვლევის პერიოდში ბაზარზე ფასებზე დამატებითი ინფლაციური ზეწოლა არ ფიქსირდებოდა. საუბარია საველე კვლევაზე, რომელიც 21 თებერვლიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და მოიცავდა როგორც სააქციო, ისე არასააქციო ფასების მონიტორინგს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის მიხედვით, დაკვირვება ყოველდღიური მოხმარების ძირითად პროდუქტებზე განხორციელდა, მათ შორის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, რძის პროდუქტებზე, მაკარონზე, ბრინჯსა და წიწიბურაზე. კომისიის შეფასებით, ამ კატეგორიებში ფასების ზრდის ტენდენცია არ გამოვლენილა და ისინი ძირითადად კონკურენტული ბაზრის საშუალო ნიშნულში მერყეობდა.

კვლევა განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ FMCG სექტორში ფასების შეფასება მხოლოდ თაროს ფასებზე დაყრდნობით არასწორ სურათს ქმნის. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ბაზარზე აქტიურად მოქმედებს ფასდაკლებების და პრომო აქციების მექანიზმი, რის შედეგადაც მომხმარებლის მიერ რეალურად გადახდილი ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ ფასთან შედარებით.

კომისიის მონაცემებით, პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყიდება სწორედ აქციების პერიოდში, სადაც ფასდაკლებები 25%-დან 40%-მდე მერყეობს. შედეგად, საშუალო შეწონილი ფასი, რომელსაც მომხმარებელი რეალურად იხდის, მნიშვნელოვნად განსხვავდება თაროზე მითითებული ფასისგან და, როგორც წესი, უფრო დაბალია.

„ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი-დაბალი ფასების (Hi-Lo) მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით, რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით. ამ მოდელის პირობებში, პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყიდება სწორედ აქციების პერიოდში, სადაც ფასდაკლებები, როგორც წესი, 25%-დან 40%-მდე მერყეობს. საველე კვლევამ და საცალო ქსელებში ჩატარებულმა ფასების მონიტორინგმა აჩვენა, რომ FMCG პროდუქტები რეგულარულად იყიდება მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სტანდარტულ თაროს ფასთან შედარებით. შედეგად, ბაზარზე რეალურად ჩამოყალიბებული ფასი წარმოადგენს არა სტანდარტულ (თაროს) ფასს, არამედ სააქციო და არასააქციო გაყიდვების შეწონილ საშუალოს.“

დასკვნაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს ბაზარზე კონკურენტული გარემოს არსებობაზე, სადაც საცალო ქსელები აქტიურად იყენებენ ფასდაკლებებს მომხმარებლის მოსაზიდად. ამასთან, ფასდაკლებები არ ფინანსდება მხოლოდ საცალო ქსელების მიერ, არამედ წარმოადგენს ღირებულებათა ჯაჭვში მარჟების გადანაწილების შედეგს – პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ მწარმოებლები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელები.

კომისია ხაზს უსვამს, რომ კვლევის პერიოდში საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ფასების სტაბილურობა დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარზე არ არსებობს მოკლევადიანი შოკები ან გადაჭარბებული მარჟები, რომლებიც ფასების ზრდას განაპირობებდა.

ამასთან, დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასებაა, რომ საქართველოს ბაზარზე საბაზისო სასურსათო კალათის მნიშვნელოვანი ნაწილი ფასის თვალსაზრისით კონკურენტულია და რიგ შემთხვევებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც დაბალ ნიშნულზეა წარმოდგენილი.

საბოლოოდ, კომისიის დასკვნით, FMCG სექტორში მიმდინარე ფასების დინამიკა განპირობებულია არა ერთჯერადი ფაქტორებით, არამედ სისტემური გარემოთი, სადაც ფასდაკლებების მაღალი ინტენსივობა და კონკურენცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასის შენარჩუნებაში

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE