მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფასების საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას ხვალ წარადგენს
ფასების საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას ხვალ წარადგენს

ფასების საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას ხვალ წარადგენს

BM.GE30 აპრილი, 2026, 19:26|bm.ge

ფასების საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას ხვალ, 1-ელ მაისს წარმადგენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა დღევანდელი სხდომის შეჯამებისას განაცხადა. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

დღეს კი, "ფასების საპარლამენტო კომისიაში" ნავთობკომპანიებს მოუსმინეს.

"ჩვენ, ჩვენი მხრივ თქვენი მხრიდან წამოსულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ.

დიდ სურათში ფასწარმოქმნის ჯაჭვი რომ ავიღოთ, პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს სადღაც პროდუქციის მთელი გაყიდვებიდან 88-89%-ს, საოპერაციო ხარჯი მერყეობს 8%-მდე და საოპერაციო მოგება 2.5%-დან 3%-მდეა. ყოველივე ამას ჩვენს დასკვნაში გავითვალისწინებთ",- განაცხადა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. კომისია უკვე შეხვდა რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მწარმოებლებს და ა.შ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE