მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფასების შედარების პორტალის Ekalata-ს აპლიკაცია ამოქმედდა
ფასების შედარების პორტალის Ekalata-ს აპლიკაცია ამოქმედდა

ფასების შედარების პორტალის Ekalata-ს აპლიკაცია ამოქმედდა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 15:40|bm.ge

მთავრობის ინიციატივით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი საინფორმაციო პორტალი - www.ekalata.gov.ge - უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშიც არის ხელმისაწვდომი.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანახმად, აპლიკაციების საშუალებით, მომხმარებლებს ფასების შედარება და სასურველი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება მობილური მოწყობილობიდანაც შეუძლიათ.

www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების ერთ სივრცეში შედარების, ინდივიდუალური კალათის შექმნისა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასების შედარება.

პორტალის განვითარების ფარგლებში, მას ახალი სავაჭრო ქსელები დაემატა და, ამ დროისათვის, საიტზე 16 წამყვანი სავაჭრო ქსელის ფასებია წარმოდგენილი. პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს უახლოესი ფილიალის მოძიება შეუძლია.

პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოპერატიულად ახლდება, რაც მომხმარებლებს ფასების მიმდინარე მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას აძლევს.

სექტემბრის ფასების დინამიკის მიხედვით, თვის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 4.4%-ით, ხოლო 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა.

www.ekalata.gov.ge პრემიერის ინიციატივისა და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა და მისი მიზანია მომხმარებლებისთვის საბაზისო პროდუქტებზე არსებული ფასებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიწოდება, სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასების შედარების გამარტივება და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.

სტრატეგიის ფარგლებში, პორტალის მონიტორინგს GCCA ახორციელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ პლატფორმის განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფუნქციებისა და სერვისების დანერგვას მომავალშიც გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

BM.GE

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

BM.GE

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

BM.GE

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

BM.GE