მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფასების ზრდის გამო ევროკომისიამ ქვეყნებს ენერგომოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა
ფასების ზრდის გამო ევროკომისიამ ქვეყნებს ენერგომოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა

ფასების ზრდის გამო ევროკომისიამ ქვეყნებს ენერგომოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 20:53|bm.ge

ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისისა და ფასების მკვეთრი მატების ფონზე, ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკისა და საბინაო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა დენ იორგენსენმა წევრი ქვეყნების მინისტრებს ოფიციალური წერილი გასული კვირის ბოლოს გაუგზავნა.

POLITICO-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ევროკომისარი განმარტავს, რომ შეზღუდული გლობალური მიწოდებისა და მაღალი მერყეობის პირობებში მოხმარების შემცირება შესაძლოა ფასების შეკავების საუკეთესო ინსტრუმენტად იქცეს. იორგენსენმა წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს ენერგიის დაზოგვა მხოლოდ განსაზღვრული, საჭირო ვადით მოუწევთ.

დოკუმენტის თანახმად, შექმნილი ვითარების სირთულის მიუხედავად, ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაუყოვნებლივი საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა რისკებისაგან თავის დაზღვევა საჭიროა.

ცნობისთვის, ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგი ამჟამად მოცულობის 68%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE