მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთში ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა
ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთში ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა

ფაშინიანი: ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთში ექსპორტისა და იმპორტისთვის გაიხსნა

BM.GE24 მაისი, 2026, 14:31|bm.ge

"სიხარულით გაცნობებთ, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, ისევე როგორც აზერბაიჯანის რკინიგზა, ახლა ღიაა სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთიდან და საქართველოდან.

P.S. დღეს სომხეთს აქვს რკინიგზა რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, შემდეგ კი ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის გავლით. ახლა ის ასევე უკავშირდება ევროკავშირს საქართველოსა და თურქეთის გავლით.

სომხეთი-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის და შემდეგ სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა ნახიჩევანის გავლით უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ამ მოვლენებს მალე ვიხილავთ - პროექტ TRIPP-ის განხორციელების შედეგად“, - დაწერა მან.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი ფუნქციონირებას მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყებს. მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ხოლო საქართველოს მონაკვეთზე სრულ პასუხისმგებლობას „საქართველოს რკინიგზა“ აიღებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE