მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FDI-ს კლება, ძირითადად, რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა | საქსტატი
FDI-ს კლება, ძირითადად, რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა | საქსტატი

FDI-ს კლება, ძირითადად, რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა | საქსტატი

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 15:49|bm.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, საქართველოში II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, ძირითადად, რეინვესტიციების მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა.

2026 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 23.2%-ით $468.8 მილიონამდე შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9%-ია. რეინვესტიციამ 300.5 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1%-ით განისაზღვრა.

წინასწარი მონაცემებით 2026 წლის II კვარტალში პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3%), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები - 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2%).სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (44.3%). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 119.9 მლნ. აშშ დოლარით (25.6%), ხოლო მესამეზე - დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 59 მლნ დოლარით (12.6%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 82.4% შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

BM.GE

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE