მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FIFA-ს ოპერაციულმა დირექტორმა ინფანტინოს პროექტის გაკრიტიკების შემდეგ თანამდებობა დატოვა
FIFA-ს ოპერაციულმა დირექტორმა ინფანტინოს პროექტის გაკრიტიკების შემდეგ თანამდებობა დატოვა

FIFA-ს ოპერაციულმა დირექტორმა ინფანტინოს პროექტის გაკრიტიკების შემდეგ თანამდებობა დატოვა

BM.GE19 აგვისტო, 2026, 05:00|bm.ge

ფიფას (FIFA) მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, კევინ ლამურმა თანამდებობა დატოვა. მისი წასვლა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს 20-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის საჯარო კრიტიკიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში მოხდა. ორგანიზაციამ ლამურთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი 17 აგვისტოს დაადასტურა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია, რის გამოც მედია ვარაუდობს, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ლამური ღიად დაუპირისპირდა ინფანტინოს მიერ შემოთავაზებულ სადავო პროექტს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა მსხვილ ტურნირებში კერძო ინვესტორებისთვის 20%-იანი წილის გადაცემას გულისხმობდა. მან აღნიშნულ ინიციატივას "ერთი ადამიანის პროექტი" უწოდა, განაცხადა, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაცია შეცდომაში შეიყვანეს და ხაზი გაუსვა, რომ მზად იყო, თავისი პოზიციის გამო სამსახურიც კი დაეკარგა.

აღსანიშნავია, რომ ლამურის წასვლას წინ უძღოდა ინფანტინოს უფროსი მრჩევლის, კარლოს კორდეიროს გადადგომაც, რომელმაც აღნიშნულ გეგმას ფეხბურთისთვის "ცუდი გარიგება" უწოდა.

საბოლოოდ, უეფას (UEFA), კონკაკაფისა (CONCACAF) და აზიის (AFC) საფეხბურთო კონფედერაციების მწვავე წინააღმდეგობის შემდეგ, ინფანტინო იძულებული გახდა საინვესტიციო პროექტი შეეჩერებინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებულიიმედი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის 3.6 მილიონლარიანი ტენდერი განმეორებით გამოცხადდა

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის 3.6 მილიონლარიანი ტენდერი განმეორებით გამოცხადდა

BM.GE

Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმში იწყებს

Nasdaq-ი ამერიკული აქციებით ვაჭრობას თითქმის 23-საათიან რეჟიმში იწყებს

BM.GE

კონგოში ებოლას ებრძვიან - ეპიდემიამ 2300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

კონგოში ებოლას ებრძვიან - ეპიდემიამ 2300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

BM.GE

DFC-ის ფინანსური დირექტორი სასტუმრო "რუმს აბასთუმნის" პროექტის მიმდინარეობას გაეცნო - Adjara Group

DFC-ის ფინანსური დირექტორი სასტუმრო "რუმს აბასთუმნის" პროექტის მიმდინარეობას გაეცნო - Adjara Group

BM.GE