მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფილარმონიის რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ - ₾2 მილიონით გაზრდილი ფასით გამოცხადდა
ფილარმონიის რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ - ₾2 მილიონით გაზრდილი ფასით გამოცხადდა

ფილარმონიის რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ - ₾2 მილიონით გაზრდილი ფასით გამოცხადდა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 23:15|bm.ge

დღეს, 8 სექტემბერს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის ტენდერი მესამედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა ტენდერის ღირებულებაზე 2 მილიონი ლარით მეტია.

დარბაზის რეაბილიტაციის წინა ტენდერი 2026 წლის ივლისში ჩაიშალა ორივე პრეტედენტის დისკვალიფიკაციის გამო, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

პირველად კი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის ტენდერი 2025 წლის სექტემბერში გამოცხადდა, მაშინ პროექტის სავარაუდო ღირებულება 3.8 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული შესყიდვა თავად ფონდის გადაწყვეტილებით შეწყდა და გაზრდილი ფასით ხელახლა გამოცხადდა.

პროექტირების ფარგლებში უნდა მომზადდეს სარეაბილიტაციო პროექტი, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შენობის მოვლა-პატრონობის გზამკვლევი და განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობა.

პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია სასცენო ინფრასტრუქტურის განახლება, აკუსტიკური სისტემების გაუმჯობესება, საინჟინრო კომუნიკაციების ჩანაცვლება, ლიფტების მოდერნიზაცია, უსაფრთხოების სისტემების მოწყობა და შენობის სრულად ადაპტირება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

BM.GE

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

BM.GE

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE