მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა
ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 03:50|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სექტორის ლიდერმა, OpenAI-მ ფინანსური სექტორისთვის სპეციალიზებული ახალი პროდუქტი, ChatGPT for Financial Services ოფიციალურად წარადგინა. ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ChatGPT Work-ის ბაზაზე შეიქმნა და კომპანიის უახლესი AI-მოდელით, GPT-6 Astra-თი არის აღჭურვილი, საინვესტიციო საბანკო საქმიანობისა და ფინანსური კვლევების ავტომატიზაციას ისახავს მიზნად.

როგორც ირკვევა, პროდუქტის შემუშავებაში საკვანძო როლი ამერიკულმა საინვესტიციო გიგანტებმა, Morgan Stanley-მ და Evercore-მა შეასრულეს. პარტნიორ ბანკებთან თანამშრომლობისას გამოიკვეთა, რომ ანალიტიკოსების მთავარ პრობლემას მონაცემთა სანდოობა და საპრეზენტაციო მასალების მომზადების შრომატევადი პროცესი შეადგენდა.

ახალი სისტემა ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს, წამებში დაამუშაონ კომპანიების ფინანსური უწყისები, შეამოწმონ დაშვებები და ავტომატურ რეჟიმში შექმნან Excel-ის მოდელები, PowerPoint-ის პრეზენტაციები და დიაგრამები.

ახალი პლატფორმა 50-ზე მეტ სხვადასხვა ფინანსურ სერვისსა და ინსტრუმენტს უკავშირდება და OpenAI-ის შეფასებით, ის უოლ-სტრიტზე დასაქმებული ყველა პროფესიონალისათვის გამოსადეგი იქნება.

ფინანსურ ასისტენტთან ერთად, დაგეგმილია AI-ინვესტორის და ტრეიდერის გაშვებაც, რომელთაც ათასობით კომპანიის მონაცემების დამუშავება მუდმივ რეჟიმში, თითქმის წამებში შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

BM.GE

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE