მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა
Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 18:57|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სს „თიბისი ლიზინგის“ გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგის (IDR) პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ამასთან, სააგენტომ კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო აქციონერის მხარდაჭერის რეიტინგი (SSR) „bb“ დონეზე დაადასტურა.

აღნიშნული სარეიტინგო გადაწყვეტილება ასახავს თიბისი ლიზინგის სტაბილურ ფინანსურ შედეგებსა და მოგებიანობას, მის ლიდერ პოზიციას ბაზარზე, ასევე კომპანიის მჭიდრო ინტეგრაციას თიბისი ბანკის ჯგუფში და მშობელი კომპანიის მხრიდან მხარდაჭერის მაღალ მზაობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა კიდევ უფრო ამყარებს თიბისი ლიზინგის საკრედიტო პოზიციას და ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის ინვესტორების ნდობის გაძლიერებას, კომპანიის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და გრძელვადიან მდგრად განვითარებას.

აღნიშნული სარეიტინგო გადაწყვეტილება მოჰყვა თიბისი ლიზინგის ერთადერთი აქციონერის, სს „თიბისი ბანკის“ (BB/პოზიტიური), რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გადახედვას უკავშირდება.

„ჩვენთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსურ ბაზრებზე თიბისი ლიზინგის სანდოობისა და მდგრადი პოზიციის კიდევ ერთი დასტურია. ეს დამატებით იმპულსს აძლევს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას, განსაკუთრებით დაფინანსების წყაროების გაფართოების, ფინანსური მოქნილობის გაზრდისა და ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ჩვენი პოზიციების განმტკიცების მიმართულებით. მომავალშიც ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მდგრადი ფინანსური პროფილის შენარჩუნებისკენ, დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოებისა და საქართველოში სალიზინგო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისკენ.“ – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

Fitch Ratings-ის ოფიციალური სარეიტინგო შეფასების სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: Fitch Revises JSC TBC Leasing's Outlook to Positive Following Parent and Sovereign Outlook Revisions

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

BM.GE

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

BM.GE

სლოვაკეთში პრემიერ რობერტ ფიცოს პრორუსული კურსის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

სლოვაკეთში პრემიერ რობერტ ფიცოს პრორუსული კურსის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

BM.GE

რას ურჩევს ჯეფ ბეზოსი NVIDIA-ს საბჭოს?

რას ურჩევს ჯეფ ბეზოსი NVIDIA-ს საბჭოს?

BM.GE