მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რას ურჩევს ჯეფ ბეზოსი NVIDIA-ს საბჭოს?
რას ურჩევს ჯეფ ბეზოსი NVIDIA-ს საბჭოს?

რას ურჩევს ჯეფ ბეზოსი NVIDIA-ს საბჭოს?

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 19:04|bm.ge

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი Nvidia-ს დირექტორთა საბჭოს ჯენსენ ჰუანგის მუდმივი შემცვლელის პოვნას კომპანიის შიგნით ურჩევს.

Semafor-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბეზოსმა განაცხადა, რომ Nvidia იმდენად კომპლექსური კომპანიაა, რომ გარედან მოწვეულ აღმასრულებელ დირექტორს წარმატების მიღწევის მინიმალური შანსი ექნება და ეს ნაბიჯი მხოლოდ უკიდურეს ზომად უნდა განიხილებოდეს.

მართალია, ბეზოსმა უარი თქვა ჰუანგის შესაძლო დაბრუნების საკითხის შეფასებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ Nvidia-ს დამფუძნებელი პატივისცემას ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ჯენსენ ჰუანგმა გენერალური დირექტორის თანამდებობა გასულ ხუთშაბათს დატოვა, თუმცა მიმდინარე კვირას ჰუანგმა განაცხადა, რომ მზად არის პოსტზე დასაბრუნებლად, თუკი ამას დირექტორთა საბჭო მოითხოვს.

ამ ეტაპზე Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი ასრულებს, საბჭო კი ჰუანგის მუდმივ შემცვლელს აქტიურად ეძებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

BM.GE

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

BM.GE

სლოვაკეთში პრემიერ რობერტ ფიცოს პრორუსული კურსის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

სლოვაკეთში პრემიერ რობერტ ფიცოს პრორუსული კურსის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა

BM.GE

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა

BM.GE