მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "flydubai-ს მეორე პილოტი ნაჯახით თავს დაესხა კაპიტანს" - არაბთა გაერთიანებული საამიროები მომხდარს ტერაქტის მცდელობად აფასებს
"flydubai-ს მეორე პილოტი ნაჯახით თავს დაესხა კაპიტანს" - არაბთა გაერთიანებული საამიროები მომხდარს ტერაქტის მცდელობად აფასებს

"flydubai-ს მეორე პილოტი ნაჯახით თავს დაესხა კაპიტანს" - არაბთა გაერთიანებული საამიროები მომხდარს ტერაქტის მცდელობად აფასებს

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 18:29|bm.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის განცხადებით, ავიაკომპანია flydubai-ს რეის FZ1073-ის მეორე პილოტი ფრენის დროს ნაჯახით შეეცადა „ტერორისტული აქტის“ განხორციელებას. თვითმფრინავი ემირატებიდან ისრაელის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ეჭვმიტანილი ომანის მოქალაქე, ჰამამ ალ-ჰამამია.

ტრაგედია ოთხშაბათს მას შემდეგ აირიდეს თავიდან, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა მეორე პილოტი გაავნებელყვეს. ის კაბინაში კაპიტანს თავს დაესხა საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი ნაჯახით და ხომალდზე კონტროლის ხელში ჩაგდებას შეეცადა. ისრაელის ოფიციალური პირების შეფასებით, მისი მიზანი 170-ზე მეტი მგზავრით დატვირთული თვითმფრინავის ჩამოგდება იყო. Flightradar24-ის მონაცემებით, ინციდენტის დროს ხომალდი საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და 30 წამში 5 000 მეტრზე მეტი სიმაღლე დაკარგა.

ხომალდზე მყოფმა flydubai-ს სათადარიგო პილოტმა მართვა საკუთარ თავზე აიღო და თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში უსაფრთხოდ დასვა, სადაც თავდამსხმელი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ეჭვმიტანილი ხუთშაბათს აბუ-დაბიში გადაიყვანეს.

გამოძიებას არაბთა გაერთიანებული საამიროები უძღვება, თუმცა პროცესში ისრაელის საგამოძიებო უწყებებიც ჩაერთვებიან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ეჭვმიტანილს რადიკალური ისლამისტური ინდოქტრინაცია ჰქონდა გავლილი. საგამოძიებო უწყებები ახლა იკვლევენ, მოქმედებდა თუ არა ის ვინმეს დავალებით.

მგზავრთა უმრავლესობას ისრაელის მოქალაქეები შეადგენდნენ. ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არგენტინა ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას იწყებს

არგენტინა ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას იწყებს

BM.GE

თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება - ბიუჯეტის პროექტი

თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება - ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტება

როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტება

BM.GE

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

BM.GE