მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ford-მა უსაფრთხოების ღვედების დეფექტის გამო 420 000-მდე ავტომობილი გამოიხმო
Ford-მა უსაფრთხოების ღვედების დეფექტის გამო 420 000-მდე ავტომობილი გამოიხმო

Ford-მა უსაფრთხოების ღვედების დეფექტის გამო 420 000-მდე ავტომობილი გამოიხმო

BM.GE5 ივნისი, 2026, 12:35|bm.ge

ამერიკულმა ავტოგიგანტმა, Ford-მა უსაფრთხოების ღვედების გაუმართაობის გამო ბაზრიდან 420 000-მდე ტრანსპორტი გაიწვია, ვინაიდან არსებული დეფექტი ავარიის დროს მგზავრების დაშავების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

აშშ-ის გზატკეცილების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, დასახელებული პრობლემა Ford Expedition-ისა და Lincoln Navigator-ის მოდელებს ეხება, რომლებიც 2018-2022 წლებშია გამოშვებული. საგზაო უსაფრთხოების უწყების განმარტებით, აღნიშნული ავტომობილების უსაფრთხოების ღვედები შესაძლოა მოულოდნელად დაიბლოკოს, რაც მათ ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.

მწარმოებელი კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ამ ხარვეზთან დაკავშირებული დაშავების ერთი შემთხვევა უკვე ფიქსირდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, ავტორიზებული დილერები გამოვლენილ დეფექტებს სრულიად უფასოდ აღმოფხვრიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE