
ფორმების სარეალიზაციოდ შპს "საგანმანათლებლო რესურსები" 76 სკოლის და რესურსცენტრის სივრცეებს იყენებს|განკარგულება
სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციისთვის განათლების სამინისტროს შპს "საგანმანათლებლო რესურსები" 76 სკოლის და რესურსცენტრის სივრცეებს იყენებს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის განკარგულებებიდან ირკვევა.
პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოცემული დოკუმენტების მიხედვით, საუბარია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მდებარე 75 საჯარო სკოლაზე (მათ შორის თბილისის 14 სკოლაზე) და ასევე ერთ რესურსცენტრზე.
"შპს საგანმანათლებლო რესურსებს მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფართებში, საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული ბანკების სპეციალური ფასდაკლების პროგრამების თაობაზე მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით, განათავსოს საინფორმაციო ბანერები და საბანკო გადახდის ტერმინალები", - წერია 19 აგვისტოს განკარგულებაში.
დოკუმენტის თანახმად, შესაბამისი სივრცეებით (საკლასო ოთახები, სააქტო დარბაზები თუ სპორტული დარბაზებით) სარგებლობა განათლების სამინისტროს შპს "საგანმანათლებლო რესურსებს" 15 სექტემბრამდე შეუძლიათ.
ცნობისთვის, განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყო.
BM.GE
წყარო: bm.ge