მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ინიციატივა ფერმერებისთვის დიდად არაფერს შეცვლის” - როგორ ფასდება აგრარული ხელწერილების რეფორმა?
"ინიციატივა ფერმერებისთვის დიდად არაფერს შეცვლის” - როგორ ფასდება აგრარული ხელწერილების რეფორმა?

"ინიციატივა ფერმერებისთვის დიდად არაფერს შეცვლის” - როგორ ფასდება აგრარული ხელწერილების რეფორმა?

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 23:21|bm.ge

ეკონომიკის დოქტორი და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ აგრარული და სასაწყობე ხელწერილების რეფორმის განხორციელება ფერმერებისთვის მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის.

როგორც ცოფურაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, საფინანსო ორგანიზაციებს ფერმერების სამომავლო მოსავალთან და არსებულ საქონელთან დაკავშირებით ინფორმაცია დღესაც აქვთ და სესხის გაცემისას ამ კომპონენტს ისედაც ითვალისწინებენ.

მისივე თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის შემთხვევაშიც ბანკებმა ფერმერებზე სესხი მხოლოდ მოსავლის უზრუნველყოფის საფუძველზე გასცენ.

“ე.წ. „აგრარული ხელწერილი“ ისედაც მუშაობდა, ეს არაა ახალი. ეს კანონპროექტი დიდი ხანი იდო პარლამენტში, აგრარულ კომიტეტში და ახლა მოინდომა სამინისტრომ მისი გააქტიურება. ეს სისტემა ისედაც მუშაობს. მარტივად რომ ავხსნათ - ფერმერი, რომელსაც მოჰყავს პირობითად, ხორბალი ან სიმინდი. მას აქვს კავშირი ბანკთან და ბანკი ინფორმირებულია თავიდან ბოლომდე კლიენტის საქმიანობის შესახებ - რა აქვს საწყობში, როდის თესავს, როგორ შხამქიმიკატებს იყენებს, რა მოცულობის ფული სჭირდება და ა.შ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ან მიწა, ან სახლი ჩადებული და ბანკი აძლევს ამის საშუალებას.

გარანტირებული ქაღალდი, ე.წ. ხელწერილი შეიძლება ბანკის მმართველებისთვის უფრო მეტად იყოს საჭირო და მას რაღაც მეტი იურიდიული ძალა ექნება, რომ კონტროლი გაუწიოს თავისივე თანამშრომლებს. მაგრამ ფერმერისთვის აქ არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება.

შეიძლება ისეც იყოს, რომ [თავად მოსავლის უზრუნველყოფაში ჩადება გახდეს შესაძლებელი], თუმცა ბანკი მაინც მეტ გარანტიას ითხოვს ყოველთვის და ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს. ამ პროცესში რაიმე განსაკუთრებული ნახტომი ეს არ არის”, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აგრარული და სასაწყობე ხელწერილების რეფორმის განხორციელება იგეგმება. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში წარდგენილ მთავრობის საკანონმდებლო პროექტების გეგმაშია. ცვლილებების მიხედვით, აგრომეწარმეებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაფინანსების უზრუნველყოფის ინსტრუმენტად სამომავლო მოსავალი ან რეგისტრირებულ საწყობში განთავსებული საქონელი გამოიყენონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას კასპში მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა

მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას კასპში მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა

BM.GE

„ტურიზმის სექტორში არსებობს ფავორიტების წრე, ანუ „ჩემიანები“ და „შენიანები“, რაც კატასტროფაა!“ - ვანო ვაშაყმაძე

„ტურიზმის სექტორში არსებობს ფავორიტების წრე, ანუ „ჩემიანები“ და „შენიანები“, რაც კატასტროფაა!“ - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE

NVIDIA-ს საინვესტიციო პორტფელმა $99 მილიარდს მიაღწია

NVIDIA-ს საინვესტიციო პორტფელმა $99 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხი

რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხი

BM.GE