მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფოთის PACE-ის ნავსადგურისთვის მიწის აღნაგობით გადაცემის ვადა 2028 წლამდე გახანგრძლივდა
ფოთის PACE-ის ნავსადგურისთვის მიწის აღნაგობით გადაცემის ვადა 2028 წლამდე გახანგრძლივდა

ფოთის PACE-ის ნავსადგურისთვის მიწის აღნაგობით გადაცემის ვადა 2028 წლამდე გახანგრძლივდა

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 23:02|bm.ge

საქართველოს მთავრობამ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობები შეცვალა. ცვლილების მიხედვით, კომპანიას პროექტით გათვალისწინებული უძრავი ქონების განვითარებისთვის საინვესტიციო ვალდებულების შესრულება 2028 წლის 18 სექტემბრამდე შეუძლია.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი სახელმწიფო ქონების ან მისი ნაწილის, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული კონკრეტული საკადასტრო ერთეულების განვითარების მიზნით, არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ინვესტიციის ოდენობა დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე განისაზღვრება.

განვითარების სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს ჰიდროტექნიკური და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობას, რეკონსტრუქციას ან კონფიგურაციის ცვლილებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას.

ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად კომპანიამ შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარადგინოს ახალი ან შეცვლილი, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. გარანტიის ოდენობა უნდა შეადგენდეს საინვესტიციო ვალდებულების მინიმუმ 10%-ს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2029 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ Pace Group-ის შემადგენელი კომპანიაა. ჯგუფი აერთიანებს საზღვაო სააგენტოს, საბროკერო, ლოგისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს.

როგორც ეს კომპანიის მიერ ივნისში გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზის პროექტის საერთო ღირებულება 130 მილიონი დოლარია. კომპანიის დირექტორის, იოსებ დოლიძის განცხადებით, აქედან 55 მილიონი დოლარი PACE-ის კონტრიბუციაა, ხოლო 75 მილიონი დოლარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) გრძელვადიანი სესხია.

მეორე ფაზა დამატებითი ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპანიის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით 1 მილიონი ტონით გაიზრდება, საბოლოო ტვირთბრუნვა კი 3-დან 5 მილიონ ტონამდე იქნება.

DFC-ის ინფორმაციით, PACE Group-თან ფოთის ახალი საზღვაო პორტის განვითარების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი 25-მილიონიანი სასესხო შეთანხმება მეორე ნავმისადგომისა და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. მანამდე, 2020 წელს, DFC-მა პორტის ტერმინალის განვითარებისა და პირველი ფაზის მშენებლობისთვის კომპანიას 50 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო, რის შედეგადაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამერიკული დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 75 მილიონ დოლარს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ტურიზმის სექტორში არსებობს ფავორიტების წრე, ანუ „ჩემიანები“ და „შენიანები“, რაც კატასტროფაა!“ - ვანო ვაშაყმაძე

„ტურიზმის სექტორში არსებობს ფავორიტების წრე, ანუ „ჩემიანები“ და „შენიანები“, რაც კატასტროფაა!“ - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE

NVIDIA-ს საინვესტიციო პორტფელმა $99 მილიარდს მიაღწია

NVIDIA-ს საინვესტიციო პორტფელმა $99 მილიარდს მიაღწია

BM.GE

"ინიციატივა ფერმერებისთვის დიდად არაფერს შეცვლის” - როგორ ფასდება აგრარული ხელწერილების რეფორმა?

"ინიციატივა ფერმერებისთვის დიდად არაფერს შეცვლის” - როგორ ფასდება აგრარული ხელწერილების რეფორმა?

BM.GE

რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხი

რუსეთმა დრონებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა | ზელენსკის პასუხი

BM.GE