
ფოთის პორტს საკონტეინერო ტვირთბრუნვა 9%-ით გაეზარდა
ფოთის პორტში ტვირთბრუნვა გაიზარდა.
კერძოდ, APM TERMINALS POTI-ს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 582,498 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. მხოლოდ ოქტომბერში 57 287 TEU კონტეინერის დამუშავება მოხდა.
გაიზარდა საკონტეინერო გემების რაოდენობაც. 2026 წლის ათ თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ 372 საკონტეინერო გემს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.4%-იანი ზრდაა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავსადგური 299 საკონტეინერო გემს მოემსახურა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონტეინერო ტვირთბრუნვის დაახლოებით 80% ფოთის ნავსადგურზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნავსადგურის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ლოგისტიკურ ქსელსა და საერთაშორისო ვაჭრობაში.
BM.GE
წყარო: bm.ge