მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ფროზინონე” გიორგი კვერნაძეს განახლებულ კონტრაქტს სთავაზობს
“ფროზინონე” გიორგი კვერნაძეს განახლებულ კონტრაქტს სთავაზობს

“ფროზინონე” გიორგი კვერნაძეს განახლებულ კონტრაქტს სთავაზობს

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 18:06|bm.ge

TUTTOmercatoWEB-ის ცნობით, „ფროზინონეს“ პრეზიდენტი მაურიციო სტირპე გიორგი კვერნაძეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, რომელიც ძალაში 2028 წლის 30 ივნისამდეა, ფეხბურთელის წლიური ხელფასი 200 000 ევროა. სტირპე მზადაა, კვერნაძეს ანაზღაურება ხუთჯერ - ერთ მილიონ ევრომდე გაუზარდოს. წყაროს ცნობით, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დათანხმდეს.

კვერნაძის კარგი თამაში ევროპულ კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. იტალიელი სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ქართველი გარემარბი „რომას“, „მონაკოს“, „ევერტონისა“ და „კრისტალ პალასის“ რადარზეა.

„ჯალოროსისთან“ დაახლოებული ჟურნალისტი, ვილიამ ლასალანდრა წერს, რომ დედაქალაქური კლუბი აპირებს სწრაფად იმოქმედოს და კონკურენტებს აჯობოს. „რომაში“ იციან, რომ კონკურენცია მაღალია და გეგმავენ, ტრანსფერი იანვარში დახურონ. საამისოდ, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა გარემარბმა იტალიის სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა (836 წუთი), 3 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი შეასრულა. Transfermarkt-მა, მიმდინარე სეზონის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ფასი 4-დან 8 მილიონ ევრომდე გაზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

BM.GE

ფოთის პორტს საკონტეინერო ტვირთბრუნვა 9%-ით გაეზარდა

ფოთის პორტს საკონტეინერო ტვირთბრუნვა 9%-ით გაეზარდა

BM.GE

ზომიერი მომზადება და შეზღუდული პროგრესი|როგორ ფასდება საქართველო EU-ს ეკონომიკური კრიტერიუმებით?

ზომიერი მომზადება და შეზღუდული პროგრესი|როგორ ფასდება საქართველო EU-ს ეკონომიკური კრიტერიუმებით?

BM.GE

„ტურისტერი 2026“ თითოეულ მონაწილეს 15-ზე მეტ გარანტირებულ ბიზნეს-შეხვედრას AI Matchmaking პლატფორმით სთავაზობს

„ტურისტერი 2026“ თითოეულ მონაწილეს 15-ზე მეტ გარანტირებულ ბიზნეს-შეხვედრას AI Matchmaking პლატფორმით სთავაზობს

BM.GE